x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110370
  • ვიდეო:352050
  • სურათი:480629
კანადელმა გენეტიკოსებმა შექმნეს ტკბილი წიწაკის ახალი ჯიში,რომელსაც შოკოლადის გემო და ფერი დაჰკრავს

image


ტკბილი, ანუ ბულგარული წიწაკა მთელ მსოფლიოში პოპულარული პროდუქტია. იგი მიიჩნევა შავი და ჩილის წიწაკის მონათესავედ, მაგრამ "თანამოძმეებისაგან" განსხვავებით, ბულგარული წიწაკა ცხარე არაა. ეს აიხსნება ნივთიერება "კანსოიცინით", რაც წიწაკას სიმწარესა და სპეციფიკურ სიცხარეს ანიჭებს. ბულგარული წიწაკა კანსოიცინს შეიცავს მცირე რაოდენობით და ამიტომაც, სხვა წიწაკებსავით, ცხარე არაა. შესაბამისად, მას ყოველგვარი შიშის გარეშე, თამამად იყენებენ კერძებში, თუნდაც ხორციანი კერძებისა თუ ბოსტნეულის სალათების მომზადებისას.






image



დღემდე ცნობილი იყო მხოლოდ სამი სახის ბულგარული წიწაკა:მწვანე (მდელოსფერი), ნარინჯისფერი და წითელი. წითელი ყველაზე ტკბილია და შედარებით მეტ ვიტამინს შეიცავს.






image



კანადელი გენეტიკოსების, სელექციონერების ჯგუფმა გამოიყვანა ბულგარული წიწაკის განსაკუთრებული ჯიში, რომელსაც ფერიც და გემოც შოკოლადისა დაჰკრავს.






image



მეცნიერებმა მას უწოდეს "შოკოლადის ბულგარული წიწაკა". სიახლე განეკუთვნება პრემიუმ-კლასის პროდუქტების ჯგუფს და გამოდის სავაჭრო ნიშნით "ჯანსაღი კვება".




image




მარკეტოლოგები "შოკოლადის ბულგარულ წიწაკას" პოზიციონირებენ ბაზარზე, როგორც გურმანებისათვის მეტად ხელსაყრელ პროდუქტს, რამდენადაც არის უჩვეულოდ ტკბილი, გემრიელი. რეკომენდებულია ბავშვების გამოკვება. დარწმუნებული არიან, რომ ეს უნიკალური გემო მიიზიდავს ტკბილეულისა და ეგზოტიკური კერძების მოყვარულებს.

"შოკოლადის ბულგარულ წიწაკას" ცალკე კერძადაც მიირთმევენ, სალათებსა და სხვა კერძებშიც იყენებენ. იგი გამოირჩევა არა მხოლოდ არომატით, გემოთი და კანით, არამედ ხრაშუნა რბილობითაც.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0