x
image
ლანა92
ცისფერი მარწყვი და სხვა გმო-პროდუქტები - სასარგებლოა თუ საზიანო?

image




ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე პოპულარული "საშინელებაა" გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო-ს) წარმოების ტექნოლოგიის დანერგვა სოფლის მეურნეობაში. ბევრ ადამიანს დღემდე გულწრფელად სჯერა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტების რეგულარულად გამოყენებამ ახლო მომავალში შეიძლება, მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე. მაგალითად, შეიძლება, გამოჩნდეს კიტრი რქებით. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ სუპერმარკეტების თაროებზე ცივ ზამთარში ახალი, მწიფე ხილის, ქპრფა ბოსტნეულისა და კენკრის ცქერას, ნაცვლად დამპალი ვაშლისა, ან იასამნისფერი კომბოსტოსი.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ კანადელი გენეტიკოსების ჯგუფმა გამოიყვანა ბულგარული წიწაკის საოცარი, საკვირველი ჯიში, რომელსაც აქვს შოკოლადის გემო. ამიტომაც, ძნელია, წარმოდგენია, პროგნოზირება იმისა, თუ სადამდე მივა გენური ინჟინერიის მიღწევები. თუ ასე გაგრძელდა, წინ დიდი სიურპრიზები გველოდება.

როგორ აწარმოებენ გმო-პროდუქტებს?

გენმოდიფიცირებული პროდუქტის გამოსაყვანად ერთი არსების, საგნის ცალკეულ გენს იღებენ და მეორე, სხვა ორგანიზმს უნერგავენ, რის შედეგადაც იგი განიცდის მკვეთრ ცვლილებებს და ავლენს ახალ თვისებებს.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები (გმო) ჯანმრთელობისათვის საშიშია თუ სასარგებლო?

რეალურად ყველა ხილი, რომელსაც მივირთმევთ, გენეტიკურად არაერთგვაროვანია. ამიტომ ნებისმიერ ხილსა და ბოსტნეულში, რასაც მივირთმევთ (კიტრი, პომიდორი, ვაშლი) გარკვეული ცვლილებები, მუტაციები ყოველთვის ხდება (და არა მხოლოდ გენური ინჟინერიის ჩარევის შემთხვევაში). ამასთანავე, აქ მუტაციის განმაპირობებელია მზის რადიაცია, გამოსხივება, ან ბუნებრივი ბიოლოგიური ევოლუცია და სხვა ფაქტორები (მაგ., გარკვეული ტიპის ბაქტერიებსაც შეუძლიათ, სხვა ორგანიზმში შეღწევა და სასარგებლო გენის ფრაგმენტის გადატანა).

რატომ არ ცხრება კამათი იმის შესახებ, გმო სასარგებლოა თუ საზიანოა?

მთავარი არგუმენტი, რის გამოც გენურ ინჟინერიას გმობენ არის ის, რომ ბუნებრივი გადარჩევისას მუტაციის, ცვლილებების წყაროა ბუნებრივი ფაქტორები, რაც ორგანიზმისათვის უცხო არაა და ამდენად, არაა დიდად საზიანო. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ ორგანიზმების ხელოვნურმა, ბიოლოგიური ფაქტორებისაგან დაშორებულმა მუტაციამ შეიძლება, გამოიწვიოს გაუმართლებელი ზიანი, რამდენადაც ფერხდება ბუნებრივი ევოლუციის პროცესი.

დღეისათვის კაცობრიობას აშკარად გამოხატული გმო-სთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს, რამდენადაც გარემოს დაბინძურება, ტრანსპორტის გამონაბოლქვი და ძლიერი ელექტრომაგნიტური ხმაური გენური ინჟინერიისაგან დამოუკიდებელი მიზეზებითაა გამოწვეული. ამასთანავე, მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ტოქსიკური ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ ორგანიზმზე და მეტად საზიანოა. ექსპერიმენტები ტარდება ძირითადად ვირთხებზე, რომელთაც სპეციალურად კვებავენ გენმოდიფიცირებული სოიოთი. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა ორგანიზმზე ცდები და შედეგებიც არაერთგვაროვანი იყო. მაგალითად, ბრაზილიური კაკლის შემთხვევაში, რომელშიც ხელოვნურად იყო გაზრდილი ამინომჟავების შემცველობა, ალერგია გამოწვეული იყო არა პლაზმიდებით, არამედ ცილებით, რომლის რაოდენობაც პროდუქტში საგრძნობლად გაიზარდა. ამასთანავე, ალერგენები ეკოლოგიურად ბუნებრივად მოყვანილ, ჩვეულებრივ პროდუქტებშიც არის, რძეში, თაფლსა და ხილში. თუნდაც ყოველდღიურად 1 სტაფილოს, ან პომიდორს მიირთმევთ ხანგძლივად, მალევე დაგეწყებათ ალერგია. უკვე 15 წელზე მეტია, რაც აქტიურად იწარმოება გმო-პროდუქტები, თუმცა არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ის საშიშია ჯანმრთელობისათვის.


0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0