მაკიაჟი და ვარცხნილობა სტილისტმა ქალი ეფექტურ ლამაზმანად გარდაქმნა 2021, 4 მარტი, 9:54 ყველა ქალს სურს, რომ სარკეში ლამაზი ანარეკლი დაინახოს. ეს ხომ ძალიან კარგია, საკუთარი თავი მოგწონდეს. ასე მთელი დღე კარგი განწყობა გარანტირებულია!
აიან შაფაგმა არა მხოლოდ ვიზაჟის კურსები გაიარა, არამედ თავის უნარებს აუმჯობესებს, სხვადასხვა სემინარს, გამოფენას და პრაქტიკას ესწრება. გოგონა ამ ინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილია და მის ხელში მოხვედრაზე ბევრი ოცნებობს. ახლახანს აიანმა საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო. ის ქუჩაში არჩევს ქალებს, რომელთაც მისი აზრით დახმარება სჭირდება. მისი ჯადოსნური ხელების შემდეგ ზოგიერთებმა საკუთარი თავი ვერ იცნეს. აი, ერთ–ერთი მათგანი – ჩვეულებრივი ქალი, რომელიც ძალიან ბევრს შრომობდა და საკუთარ თავს საერთოდ არ უვლიდა. თავიდან ვიზაჟისტმა სახის კანზე დამატენიანებელი საშუალებები წაუსვა, რადგან მას კანი გამომშრალი ჰქონდა. შემდეგ სხვადასხვა ჩრდილები გამოიყენა, რომ სახის ნაკვთები გამოეკვეთა და ნაკლოვანებები დაემალა. შემდეგ თვალები გამოკვეთა, წარბები გაასწორა და მათ ლამაზი ფორმა მისცა. ამის შემდეგ სხვადასხვა პროცედურების ჩატარებით თმა მოაწესრიგა. აი, შედეგი. კლიენტს ცრემლებიც კი წამოუვიდა. მისი ცნობა შეუძლებელია! ეფექტური ქალია! ასევე დაგაინტერესებთ: მას სურდა, რომ ლამაზი პატარძალი ყოფილიყო. ვიზაჟისტის მუშაობის შემდეგ საქმრომ ვერ იცნო ნიჭიერი ვიზაჟისტი, რომელმაც იცის ნებისმიერი ქალი დედოფლად როგორ აქციოს. 14 ნამუშევარი 20+ ფოტო მტკიცებულება, რომ ნებისმიერი ქალი ქალღმერთია 20 მაგალითი, რამდენად ცვლის სწორი ვარცხნილობა ადამიანის სახეს 299 შეფასება არ არის |