x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110487
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image


მე-18 საუკუნის ევროპაში გარყვნილება არ იყო რაღაც განსაკუთრებული მოვლენა სახელწიფოს მეთაურებს შორის. საყვარლებს და ფავორიტებს ხშირად მეფეები იჩენდნენ, დედოფლები და ქვრივი დედოფლები უფრო იკავებდნენ თავს, მაგრამ თუ ფეხი დაუცდებოდათ, გულმოდგინედ მალავდნენ, როგორც თვითონ სასიყვარულო კავშირის ფაქტს, ისე მის შედეგებს. სამეფო წარმომადგენლის თავაშვებულობას, არც დიდ ეკატერინე მეორემდე, არც მის შემდეგ, ასეთი დიდი მასშტაბებისთვის არ მიღწევია და ასე გამომწვევად სააშკარაოზე არ გამოუტანიათ.

თავაშვებული საუკუნე

სულ იმპერატრიცა ეკატერინე მეორეს 23 ფავორიტი ჰყავდა, რომელთა შორის, შედარებით ცნობილი გახდნენ გრიგორი პოტიომკინი, სერგეი სალტიკოვი, სემიონ ზორიჩი, ალექსანდრ ლანსკოი და პლატონ ზუბოვი. სიტუაციის უნიკალურობა არა საყვარლების რაოდენობაშია, არამედ იმაში, რომ იმპერატორის ფავორიტებს (იმათაც კი, ვინც ჭკუით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა), შეეძლოთ ქვეყნის ბედ-იღბალზე გავლენა მოეხდინათ. გარყვნილება კი ისეთ მასშტაბებს აღწევდა, რომ ნებით თუ უნებლიეთ, მასში მთელი საიმპერატორი გარემოცვა იყო ჩართული. ამბობენ, ცინიკურ გრიგორი ორლოვს, არა მარტო იმპერატორის ყველა ფრეილინა ჰყავდა "გასინჯული", თავისი 13 წლის ნათესავიც კი არ დაინდო. არც გრიგორი პოტიომკინი იყო უცოდველი მცირეწლოვან ნათესავებთან ურთიერთობაში. იქ, სადაც სხვა ქალბატონს შერცხვებოდა, ამ საქმეში "განათლებული" იმპერატრიცა მხოლოდ ხორციელი ვნებების დაკმაყოფილების აუცილებლობას ხედავდა.

ფავორიტების შერჩევისთვის მას არ ეცალა. ამ ფუნქციას მისი ნდობით აღჭურვილი პირი, გრიგორი პოტიომკინი ასრულებდა. იგი ამარაგებდა ეკატერინეს ჯანმრთელი, გარეგნულად სასიამოვნო შესახედაობის, აღზრდილი და ასე თუ ისე ჭკვიანი ახალგაზრდებით.

imageგრიგორი პოტიომკინი და ეკატერინე მეორე

ამბობენ, რომ ზოგიერთები პოტიომკინს ქრთამსაც კი აძლევდნენ, რათა იმპერატრიცას საძინებელში მოხვედრილიყვნენ. პრეტენდენტის ქარიზმის (რაც მთავარია, მამაკაცური სიძლიერის) შეფასება კი ეკატერინეს ფრეილინებს ევალებოდათ. ერთ-ერთი ასეთი იყო, გრაფინია ანნა პროტასოვა-ორლოვის დეიდაშვილი, შესაძლოა ის, რომელთანაც ორლოვს ურთიერთობა ჰქონდა მცირეწლოვნობის დროს.

შეუხედავი ფრეილინა

17 წლის ანა პროტასოვა სასახლეში გრიგორი ორლოვის ძმამ, ალექსეი ორლოვმა წარადგინა. იგი ჯერ სტატ-ფრეილინა გახდა, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად, როცა გასაგები გახდა, რომ ვერ გათხოვდებოდა, ანა კამერ-ფრეილინად დაინიშნა. პროტასოვა ეკატერინესთან დაახლოებული პირი გახდა სხვა ფრეილინას-ლამაზმანის, პრასკოვია ბრიუსის სკანდალის შემდეგ. პრასკოვიას ეკატერინეს მორიგ ფავორიტთან შეუსწრეს, ამან იმპერატრიცა ისე გააცოფა, რომ იგი სხვა ფრეილინით (პროტასოვით) შეცვალა.

მე-18 საუკუნის საზომით, ანა პროტასოვა ძალიან შეუხედავი ქალბატონი იყო, შავი თმებით და, რაც მთავარია, მუქი ფერის კანით. "შეუხედავი და შავი, კუნძულ ტაიტის დედოფალივით. იგი გამუდმებით სასახლეში ცხოვრობდა".-წერდა მასზე ვარვარა გოლოვინა, ალექსანდრე პირველის მეუღლის-იმპერატრიცა, ელიზავეტა ალექსეევნასთან დაახლოებული პირი.

imageანა პროტასოვა

კიდევ სხვა ცნობით, "პროტასოვა იყო შავი, წვერით და ძალიან სასაცილო თავისი მედიდური გამომეტყველებით." ახლა ეკატერინეს უკვე შეეძლო წყნარად ყოფილიყო. ჯერ ერთი, პროტასოვას მამაკაცები უშნოდ თვლიდნენ, მეორეც, ამ ფრეილინას ჰქონდა მადლიერების გრძნობა ეკატერინეს მიმართ, მისთვის გაწეული პრეფერენციებისთვის. რადგან იგი ძალიან ღარიბი ოჯახიდან იყო, იმპერატრიცა კი კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ, ანას შეეძლო უკვე აღარ ეფიქრა ლუკმა-პურის შოვნაზე. მეტიც, ამიერიდან მას უფლება ჰქონდა თავისთან მოეხმო დისშვილები და ძმისშვილები და აღზრდა-განათლება მიეცა მათთვის.

პროტასოვამ მალე ეკატერინეს ისეთი ნდობა მოიპოვა, რომ ფრეილინების ზედამხედველობა დაევალა, ასევე "ქალიშვილ ალექსეევას" აღზრდა, რომელიც იმპერატრიცას და ორლოვის ქალიშვილად მოიაზრებოდა.

სამი დღე და სამი ღამე

ჭორების მიხედვით, სწორედ ანა პროტასოვას მოვალეობაში შედიოდა კანდიდატურების "გასინჯვა", სანამ მათ იმპერატრიცას საძინებელში გაგზავნიდა. თუ როგორ ხდებოდა ეს, თავის მემუარებში ტობოლსკის სამოქალაქო გუბერნატორი, ალექსანდრე ტურგენევი აღწერდა: პოტიომკინის მიერ მორიგი ოფიცრის შერჩევის შემდეგ, იგი გასაუბრებას გადიოდა, მისი გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით. შემდეგ პრეტენდენტი იმპერატორის ლეიბ-მედიკ, ჯონ როჯერსონთან გადიოდა შემოწმებას, მასვე გამოჰქონდა ვერდიქტი ეკატერინეს მომავალი საყვარლის ჯანმრთელობის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ აგზავნიდნენ ფავორიტს ანა პროტასოვასთან-"გამოსაცდელად". გამოცდა ზედიზედ სამი ღამე გრძელდებოდა, რის შემდეგაც პროტასოვა ეკატერინეს მოახსენებდა, ღირსი იყო თუ არა პრეტენდენტი იმპერატორის სარეცლის. ბოლო სიტყვა იმპერატრიცაზე იყო. თუ მას კანდიდატურა მოეწონებოდა, შემდგომ მოვლენები ასე ვითარდებოდა: 10 საათზე იგი დასაძინებლად მიდიოდა. მის პირად მოახლეს, მარია პერეკუსიხინას, საძინებელში აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი შეჰყავდა, რომელსაც იმპერატორისთვის "წიგნი უნდა წაეკითხა". შემდეგ რა ხდებოდა, წყვდიადითაა მოცული. დილით პერეკუსიხინას სტუმარი საძინებლიდან გაჰყავდა და კამერჰერ ზახარს გადასცემდა, რომელიც ფავორიტს მოახსენებდა, რომ იმპერატრიცამ იგი ფლიგელ-ადიუტანტად (თანამდებობა, რომელსაც როგორც წესი, მისი ფავორიტენი იკავებდნენ) დანიშნა, გადასცემდა მას ფლიგელ-მუნდირს ბრილიანტის შესაკრავით და 10 ათას რუბლს ჯიბის ხარჯებისთვის. ამის შემდეგ ფავორიტი მიდიოდა მოსასვენებელში, სადაც ყველა ფავორიტი ცხოვრობდა, და მალე ყველა მას ახალ "თანამდებობას" ულოცავდა.

image

დღეიდან იგი ყოველთვის, დღეც და რამეც, იმპერატორის გვერდით უნდა ყოფილიყო. დღისით ის ოფიციალურ მიღებებს და ელჩებთან შეხვედრებს ესწრებოდა, ღამით კი, უკვე ასაკში შესული ქალბატონის მოთხივნილებები უნდა დაეკმაყოფილებინა. აცდენები ("ასეჩკები") არ დაიშვებოდა. დღისით ფავორიტი გალანტური კავალერი უნდა ყოფილიყო, ღამით კი-ვნებიანი და გაუმაძღარი საყვარელი. როცა ეს საყვარელი მობეზრდებოდა, მას საჩუქრებით აავსებდნენ, პენსიას დაუნიშნავდნენ და იგი ტოვებდა "სამსახურეობრივ აპარტამენტებს". ხდებოდა ისეც, რომ ეკატერინეს ფავორიტებს ფრეილინები უყვარდებოდათ და მათ გაშვებას ევედრებოდნენ. ასე დაემართა ალექსანდრ დმიტრიევ-მამონოვს, რომელსაც უგონოდ შეუყვარდა ფრეილინა დარია შჩერბატოვა. ეკატერინემ აპატია და ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად მამულში გაუშვა. ასეთი შემთხვევების შემდეგ იმპერატორი უფრო რწმუნდებოდა იმაში, რომ ახალგაზრდა და ლამაზი ქალები ახლო გარემოცვაში არ უნდა ჰყოლოდა, და პროტასოვა უნდა დაეფასებინა.

ყოველთვის გაუთხოვარი, ყოველთვის სასახლეში

ვერ ვიტყვით, რომ ეკატერინე არ ცდილობდა თავისი ერთგული ფრეილინას პირადი ცხოვრების მოწყობას. მას გრაფი არკადი მორკოვი ჰყავდა ამისთვის შერჩეული. არც გრაფი იყო დიდად ლამაზი, მაგრამ გამჭრიახი გონება ჰქონდა. იმპერატრიცას ზრახვების შესახებ რომ შეიტყო, მან მტკიცე უარი განაცხადა: "ის უშნოა, მეც უშნო ვარ, ჩვენ მხოლოდ დავამახინჯებთ ადამიანთა მოდგმას".

imageარკადი მორკოვი-ანა პროტასოვა

ამბობენ, რომ პროტასოვას სიცოცხლის ბოლომდე გრიგორი ორლოვი უყვარდა, რომელიც მის დეიდაშვილზე დაქორწინდა. ფრანგი დიპლომატი, ბარონი დე კორბერონი აღნიშნავდა, რომ ორლოვის დაქორწინებამ 18 წლის ეკატერინე ზინოვიევაზე, პროტასოვაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდა, როცა ახალგაზრდა მეუღლის სიკვდილის შემდეგ ორლოვი ჭკუიდან გადავიდა და ბავშვობაში გადავარდა.

1803 წელს, პროტასოვამ მამული ორლინო შეიძინა და იქ ფერისცვალების ეკლესია ააშენა. კამერ-ფრეილინას რანგში იგი 1823 წლამდე ირიცხებოდა, შემდეგ "შვებულებაში" გავიდა, რადგან თვალის სინათლე დაკარგა. ანა პროტასოვა 81 წლის გარდაიცვალა სანკტ-პეტერბურგში და დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ტაძარში.

imageიმპერატრიცა ეკატერინე მეორე




იხილეთ შემდეგი სტატიებიც:






შუასაუკუნეების დედოფლები ლამის სახალხოდ მშობიარობდნენ

image


ზოგიერთი სასახლის ეტიკეტი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა

image


პარიკი მელოტი დედოფლისთვის

image


ვინ იყო სინამდვილეში განთქმული საყვარელი ჯაკომო კაზანოვა

image


იყო თუ არა ლორდ ბაირონის ქალიშვილი პირველი პროგრამისტი?

image


რატომ ვერ იძინებდნენ ადრე ადამიანები დაწოლილები, ნორმალურ პოზაში

image


რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები

image


ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში

image


ერთ-ერთი ვერსიით, პუშკინის დუელზე გამოძახების მიზეზი არა ქალი, არამედ მამაკაცი იყო

image







0
712
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
712
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0