x
image
თუთიკო ბერძენა
მოქნილობის დედოფალი, რომელიც გინესების რეკორდების წიგნში შევიდა. ნორმა თუ პათოლოგია?
დედამიწაზე ყველაზე მოქნილი გოგონა გერმანიაში მცხოვრები 27 წლის ჯული გიუნტელია.დაუჯერებელი პლასტიკა, სილამაზე, ელასტიურობა!როგორ გგონიათ, ზედმეტი ელასტიურობა პათოლოგიაა თუ ნორმა?

image

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა მოიცავს ძვლოვან (საყრდენ) და კუნთოვან (მამოძრავებელ) სისტემებს, რომლებიც ერთად მოქმედებენ, რათა სხეულს საყრდენი შეუქმნან და მოძრაობის საშუალება მისცენ.
ძვლოვანი სისტემის ძვლები სხეულის ორგანოებს იცავს, საყრდენს უქმნის სხეულის წონას და ფორმას სძენს მას. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა აგრეთვე შეიცავს შემაერთებელ სტრუქტურებსა და ქსოვილებს, რომლებიც საყრდენით უზრუნველყოფს სხეულს და მოძრაობის საშუალებას აძლევს მას.
ხრტილი ამორტიზატორივით მოქმედებს ხახუნის შესამცირებლად. იოგები სახსრის სტაბილიზაციას უწყობს ხელს და უზრუნველყოფს იმას, რომ ის მისი მოძრაობისთვის განკუთვნილ საზღვრებს არ გასცდეს.
მყესები კუნთს ძვალთან აერთებს და, ამგვარად, ერთმანეთთან აკავშირებს ძვლოვან და კუნთოვან სისტემებს. როდესაც კუნთი იკუმშება, მყესი ძვალზე ზემოქმედებს და მოძრაობას იწვევს.სახსრები, ანუ ორი ან მეტი ძვლის შეერთების წერტილები, შეიძლება იყოს ფიქსირებული, ოდნავ მოძრავი ან თავისუფლად მოძრავი.
image

ანუ რა გამოდის?
ყველაზე მოქნილმა გოგონამ ძვალ-სახსართა სისტემას საოცარი გასაქანი მისცა! იოგები ისე განივითარა, რომ მოძრაობისთვის განკუთვნილ საზღვრებს მიღმა გაიყვანა!

image

მისი სასცენო სახელია ზლატა. სიმაღლე -175 სმ.
შეუძლია სხეული ყველა მიმართულებით, წარმოუდგენელ მდგომარეობაში მოატრიალოს.

image


ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკში მშობლებმა შეამჩნია გაჭიმვის არაჩვეულებრივი ნიჭი. 6 წლის გოგონა ასაცირკო სასწავლებელში შეიყვანეს. როდესაც 16 წლის გახდა, ლაიფციგში მას რეზინის გოგონას ტიტული მოიპოვა.

image


სამეცნიერო პოპულარულმა არხმა "Discovery Channel" ზლატა აღიარა, როგორც "ყველაზე მოქნილი ქალი მსოფლიოში".



image


გოგონამ უკვე მოახერხა რამდენიმე მსოფლიო რეკორდის დამყარება სხეულის ფენომენალური პლასტიურობის წყალობით. მას აქვს იშვიათი ბუნებრივი თვისება - ყველა მყესის ელასტიურობა, რაც საშუალებას აძლევს ფანტასტიკური პოზები მიიღოს.

image

როდესაც ის 90 გრადუსიანი კუთხით მობრუნდება და ხელებსა და ფეხებს ეხება, მიაჩნია, რომ ამაში გასაკვირი არაფერია.


image

ზლატა შესულია გინესის რეკორდების წიგნში იმის გამო, რომ მან შეძლო ზურგით სამი ბუშტის აფეთქება მხოლოდ 12 წამში. ამ ხრიკის შესრულებისას იგი ხიდში იდგა და ბურთებს წელის არეში იჭერდა. იკეცებოდა და ბუშტები სკდებოდა.


image

ზლატა ვარჯიშობს დღეში 3 საათის განმავლობაში და თითოეული პოზის შენარჩუნება შეუძლია 5 წუთამდე.ის ამჯობინებს საკუთარ თავს "მოქნილობის ქალღმერთი" უწოდოს. იგი ჰოლივუდურ კარიერაზე ოცნებობს.

image


ზლატა არანაირ დიეტას არ იცავს, ბევრს ვარჯიშობს, რომ კუნთები ფორმაში ჰქონდეს და მაქსიმალურად მოქნილი იყოს.

იგი აღიარებს, რომ ყოველთვის სურდა აკრობატობა და ამიტომ საცირკო ჟანრი აირჩია თავიდან.



image


ზლატას შეუძლია მოთავსდეს ყუთში, რომლის მოცულობაა მხოლოდ 50 კვადრატული სანტიმეტრია.

image


”ამ პოზების გაკეთებისას თავს ძალიან ბუნებრივად ვგრძნობ. ზოგჯერ შეიძლება ცოტა არასასიამოვნო იყოს, თუ, მაგალითად, დიდხანს მომიწევს ფოტოსესიის პოზირება. მაგრამ ჩემთვის იგივეა, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის დიდხანს ჯდომა, კუნთები უბრალოდ იღლება ”, - ამბობს ზლატა.

image

ახლა გოგონა ეუფლება მსახიობის პროფესიას. მან ითამაშა ფილმში "ღვთაებრივი მოტორსი" ევა მენდესთან და კაილი მინოუგთან ერთად.

ზლატა 11 წლის დაქორწინებულია, ჰყავს 8 წლის ბიჭი ლეონი



2
1143
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
1143
  
2021, 4 მარტი, 4:03
თუმცა მაინც საინტერესოა
2021, 4 მარტი, 4:02
ჩემი აზრით გადამეტებული არც არაფერი ვარგა. ადამიანი რწზინივით არ უნდა იყო. გულისამრევია ამ ქალის პარჭყვები :)))
0 1 2