სხვა მოქნილობის დედოფალი, რომელიც გინესების რეკორდების წიგნში შევიდა. ნორმა თუ პათოლოგია? 3 მარტი, 23:28 დედამიწაზე ყველაზე მოქნილი გოგონა გერმანიაში მცხოვრები 27 წლის ჯული გიუნტელია.დაუჯერებელი პლასტიკა, სილამაზე, ელასტიურობა!როგორ გგონიათ, ზედმეტი ელასტიურობა პათოლოგიაა თუ ნორმა? საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა მოიცავს ძვლოვან (საყრდენ) და კუნთოვან (მამოძრავებელ) სისტემებს, რომლებიც ერთად მოქმედებენ, რათა სხეულს საყრდენი შეუქმნან და მოძრაობის საშუალება მისცენ.
ძვლოვანი სისტემის ძვლები სხეულის ორგანოებს იცავს, საყრდენს უქმნის სხეულის წონას და ფორმას სძენს მას. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა აგრეთვე შეიცავს შემაერთებელ სტრუქტურებსა და ქსოვილებს, რომლებიც საყრდენით უზრუნველყოფს სხეულს და მოძრაობის საშუალებას აძლევს მას.
ხრტილი ამორტიზატორივით მოქმედებს ხახუნის შესამცირებლად. იოგები სახსრის სტაბილიზაციას უწყობს ხელს და უზრუნველყოფს იმას, რომ ის მისი მოძრაობისთვის განკუთვნილ საზღვრებს არ გასცდეს.
მყესები კუნთს ძვალთან აერთებს და, ამგვარად, ერთმანეთთან აკავშირებს ძვლოვან და კუნთოვან სისტემებს. როდესაც კუნთი იკუმშება, მყესი ძვალზე ზემოქმედებს და მოძრაობას იწვევს.სახსრები, ანუ ორი ან მეტი ძვლის შეერთების წერტილები, შეიძლება იყოს ფიქსირებული, ოდნავ მოძრავი ან თავისუფლად მოძრავი.
![]() ანუ რა გამოდის? ყველაზე მოქნილმა გოგონამ ძვალ-სახსართა სისტემას საოცარი გასაქანი მისცა! იოგები ისე განივითარა, რომ მოძრაობისთვის განკუთვნილ საზღვრებს მიღმა გაიყვანა!
ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკში მშობლებმა შეამჩნია გაჭიმვის არაჩვეულებრივი ნიჭი. 6 წლის გოგონა ასაცირკო სასწავლებელში შეიყვანეს. როდესაც 16 წლის გახდა, ლაიფციგში მას რეზინის გოგონას ტიტული მოიპოვა. როდესაც ის 90 გრადუსიანი კუთხით მობრუნდება და ხელებსა და ფეხებს ეხება, მიაჩნია, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. ზლატა შესულია გინესის რეკორდების წიგნში იმის გამო, რომ მან შეძლო ზურგით სამი ბუშტის აფეთქება მხოლოდ 12 წამში. ამ ხრიკის შესრულებისას იგი ხიდში იდგა და ბურთებს წელის არეში იჭერდა. იკეცებოდა და ბუშტები სკდებოდა. ზლატა ვარჯიშობს დღეში 3 საათის განმავლობაში და თითოეული პოზის შენარჩუნება შეუძლია 5 წუთამდე.ის ამჯობინებს საკუთარ თავს "მოქნილობის ქალღმერთი" უწოდოს. იგი ჰოლივუდურ კარიერაზე ოცნებობს. იგი აღიარებს, რომ ყოველთვის სურდა აკრობატობა და ამიტომ საცირკო ჟანრი აირჩია თავიდან. ახლა გოგონა ეუფლება მსახიობის პროფესიას. მან ითამაშა ფილმში "ღვთაებრივი მოტორსი" ევა მენდესთან და კაილი მინოუგთან ერთად. ზლატა 11 წლის დაქორწინებულია, ჰყავს 8 წლის ბიჭი ლეონი 956 2-ს მოსწონს
|