მხატვრობა „გოგონა ბუშტით“ გაყიდვის შემდეგ აუქციონზე „თვითგანადგურდა“ 3 მარტი, 23:19
მყიდველი ცნობილი ევროპელი კოლექნიონერია, განადგურებულ ნახატს ეწოდა სახელი "სიყვარული ნაგავსაყრელში". ექვს ოქტომბერს ბენქსის ნახატი „გოგონა ბუშტით“ გაყიდვის შემდეგ აუქციონზე „თვითგანადგურდა“. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნახატის განადგურებაში დამნაშავე თავად მხატვარი იყო. ბენქსიმ თავის ინსტაგრამზე-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც თქვა, რომ ქაღალდის გამანადგურებელი აპარატი რამდენიმე წლის წინ თავად ჩაამაგრა ჩარჩოში და როგორც თვითონ ამბობს, ეს იმ შემთხვევისთვის გააკეთა, თუ ოდესმე ნამუშევარს აუქციონზე გაიტანდნენ. „გოგონა ბუშტით“ ბენქსის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. 48 შეფასება არ არის
|