x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110371
  • ვიდეო:352052
  • სურათი:480650
ვინ იყო ადამიანი გველი - მამაკაცი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა

ბილ ჰაასტი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ეს იყო ადამიანი, რომელიც 170-ჯერ დაკბინა შხამიანმა გველებმა.

image


60 წლის მანძილზე ბილი სპეციალურად აკბენინებდა თავს შხამიან გველებს, რომ შემდეგ მის ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხეულებით 35-მდე სახეობის შხამიანი გველის მიერ დაკბენილი ადამიანების სიცოცხლე ეხსნა საკუთარი სისხლის დონორობით!

ამის გამო მას "ადამიანი გველი" უწოდეს.

უცნაურია, რომ არ უწოდეს "მშველელი", "გადამრჩენი", "კეთილშობილი რაინდი", რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა!

გველის შხამი ხომ რთული კომპლექსი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების: ფერმენტების (ჰიდროლაზა), ტოქსიკური პოლიპეპტიდების, ნეიროტოქსინების, სპეციფიკური ცილებისა და არაორგანული კომპონენტების ნარევია?!
ზოგიერთი გველის შხამის მოქმედება, ნეიროტოქსინების შემცველობის გამო, იწვევს ჩონჩხისა და სასუნთქი გზების დამბლას და ორგანიზმი იღუპება სუნთქვის გაჩერების გამო. ზოგიერთი გველის შხამი კი იწვევს ჰმორაგიული შეშუპების განვითარებას, სისხლის შედედებას, ჰემოლიზს (სისხლის წითელი ბურთულების დაშლა), წნევის დავარდნას, შეშუპებას და ორგანიზმის ძლიერ ინტოქსიკაციას.



ევოლუციის პროცესში გველის საჭმლის მომნელებელ სისტემაში განვითარდა განსაკუთრებული ცვლილებები, რაც საშუალებას აძლევთ მათ გადაყლაპონ დიდი ზომის ნადავლი: ჩამოყალიბდა შხამიანი აპარატი, რაც განაპირობებს მსხვერპლის დადამბლავებას (მოძრაობის უნარის დაკარგვას). ქვედა ყბა ზედა ყბას შეიძლება დაშორდეს 90 გრადუსიანი კუთხით (მაქს. 150 გრადუსი), ამის გარდა არსებობს სპეციალურ კავშირები, რაც საშუალებას აძლევს გველს ყბის თითოეული ნაწილი დააშოროს ერთმანეთს, სწორედ ამიტომ შეუძლია მას საკუთარ თავის ქალაზე გაცილებით დიდი და მსხვილი ნადავლი გადაყლაპოს. გველის ნერწყვის შხამიანობა განპირობებულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სიჭარბით. ევოლუციის პროცესში, ზედა ყბის სანერწყვე ჯირკვლებმა დაიწყეს შხამის სეკრეტის (ნერწყვის) გამოყოფა. ზოგიერთი კბილი, რომელიც მდებარეობდა ზედა ყბის უკანა, ან წინა ნაწილში გაიზარდა. მის წინა ზედაპირზე (წვერზე) გაჩნდა ხვრელი, საიდანაც გამოიყოფა შხამი. შხამიანი ჯირკვლები მოთავსებულია ზედა ყბაზე, თვალის უკან. შხამიან კბილს შეუძლია მოძრაობა 90 გრადუსიანი კუთხით. პირის დახურვისას შხამიანი ეშვები არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გახსნისას - ვერტიკალურ. პირის გაღების დროს ყბის კუნთები იკუმშება, აწვება შხამიან ჯირკვლებს, საიდანაც შხამი სპეციალური არხით გადადის შხამიან ეშვებში, იქიდან კი - მსხვერპლის სხეულში.


2
400
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
Mediator image
400
  
4 მარტი, 4:06
ეგებ თვითონაც იღებდა ანტიდოტს?
4 მარტი, 4:05
კი მაგრამ თვითონ ამ კაცს რა სისხლი ქონდა ასეთი რომ.უძლებდა?
0 1 2