x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110401
  • ვიდეო:352072
  • სურათი:480691
უკრაინელ ცოლ-ქმარს ხოხბების ფერმა აქვს - იცით, რა ღირს ფრინველის ბუმბული და კვერცხი?


image




ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში, უკრაინაში ერთ-ერთ ოჯახს აქვს უკვე არა კურდღლებისა და ქათმების, არამედ ხოხბების ფერმა.

37 წლის უკრაინელ მეწარმეს, პროფესიით ინჟინერ ანდრეი ზახაროვს სოფლებში: ვიკნიანსა და კუტიშჩეში ხოხბების სათავსოები აქვს. ფრინველის ფერმას ანდრეი და მისი მეუღლე, მარიანა აშენებდნენ 5 წლის განმავლობაში. უფრო ადრე კი ისინი კურდღლებისა და ქათმების ბიზნესით იყვნენ დაკავებული.

"ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ქმარმა იყიდა ხოხობი და ფარშევანგი, რადგან მას უნდოდა, რომ სახლის გარშემო "ეგზოტიკას ერბინა", - აცხადებს 36 წლის მარიანა, პროფესიით ბიოლოგი, - იმდენად მოგვეწონა ფრინველები, რომ მათი ახალი ჯიშების გამოყვანა გადავწყვიტეთ".

ასობით ხოხობი განთავსებულია 600 კვადრატული მეტრი ფართობის სივრცეში, უზარმაზარ გალიაში, სადაც ფრინველები თავისუფლად დაგოგმანობენ. როგორც ანდრეი ზახაროვი აღნიშნავს, თითოეულ ფრინველზე უნდა მოდიოდეს მინიმუმ 1 კვ. მეტრი ფართობი. გალიებს აქვს განყოფილებები, იყოფა პატარა გალიებად, უჯრებად, ანუ ყველა ფრინველი ცალკე "კუპეში" ზის. გალიაში დაყრილია წვრილი ქვიშა ჰიგიენური მიზნით. მას ცვლიან ორ თვეში ერთხელ, რადგან ხოხბები ნისკარტით ეხებიან ქვიშას.

"ზრდასრული ხოხობი ძვირი ღირს, - ამბობს ანდრეი, - იაფია კვერცხის ყიდვა (თითო ცალი 15-დან 170 გრივნამდე ღირს), ჩაუდებთ ამ კვერცხს ბატს, ან ინდაურს, ან ინკუბატორში და 23-28 დღის შემდგომ გამოიჩეკება ხოხბის ლაპები" (ლაპი - ხოხბის შვილი).

ანდრეი ზახაროვის თქმით, მის მიერ გამოყვანილი ხოხბის ლაპის (შვილის) სიმაღლე 5-7 სანტიმეტრია, მასა მაქსიმუმ 50 გრამი. სიცოცხლის პირველ დღეებში ხოხბის ლაპებს კვებავენ მოხარშული კვერცხით, ჭინჭრით და ყველით, ათბობენ სპეციალური ნათურებით. მოზრდილ ხოხბებს კვებავენ დღეში 1-2 ჯერ ხორბლის, მზესუმზირის მარცვლებით, დაფქული სიმინდით, სოიოს ნარევით. ზაფხულობით აჭმევენ ბალახსაც. 1კგ. ნარევი საკვები 8 გრივნა ღირს. თვეში 300 ხოხობს სჭირდება 1.5 ტონა საკვები.

ზრდასრულობას ხოხობი აღწევს 1 წელიწადში, ფრინველები იწყებენ დაწყვილებას. მდედრი ხოხობი 3-6 თვეში იძლევა 10-50 კვერცხს. შეჯვარება ხდება თებერვლის ბოლო - მარტის დასაწყისში.

ზახაროვების ოჯახი ხოხბებს ყიდის მინი-ზოოპარკებზე, რომლებიც მდებარეობენ ტურისტულ დასახლებებთან ახლოს. იშვიათ შემთხვევაში ხოხობს ყიდიან ხორცადაც.

ხოხბის ყველაზე იაფი ჯიში ღირს საშუალოდ 250 გრივნა, ყველაზე ძვირი ჯიჭი - 2000-2500 გრივნა. წელიწადში საშუალოდ 50-70 ხოხობს ყიდიან.

დიდად ფასობს ხოხბის ბუმბული. სამეფო ხოხბის კუდის ბუმბული 70-100 გრივნა ღირს.

0
340
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0