x
image
ლადო_25
ყველის წარმოშობის ისტორია - საინტერესო ფაქტი, რაც ყველამ უნდა იცოდეს!
image


ყველი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი საკვებია, მისი გამოყენება ათასობით წლის წინ დაიწყეს.


მეცნიერებმა ხორვატიის სოფლებში, პოკლონიკსა და დანილო ბიტინში აღმოაჩინეს კერამიკული ჭურჭლის ნაშთები, რომლის საფუძველზეც ვადგენთ, რომ ყველი არსებობდა 7200 წლის წინ. ასევე გაიგეს, რომ აქაური მოსახლეობა მესაქონლეობითა და რძის პროდუქტების შექმნით იყვნენ დაკავებული. კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტების შესწავლით დაადგინეს, რომ ზოგი თევზეულობის შესანახად გამოიყენებოდა, ზოგი რძის და ზოგი კი ყველის.



image




საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კერამიკაზე დადუღებული პროდუქტების კვალი უფრო გვიანდელი პერიოდისაა, ვიდრე მხოლოდ რძის კვალი. ჩვენს შორეულ წინაპრებს ყველის დამზადების ტექნიკის დაუფლებას დაახლოებით 500 წელი დასჭირდათ. შესაძლოა კიდეც პირველი ფერმერების კვალი იპოვონ, რომლებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებული.

0
145
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0