x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110401
  • ვიდეო:352073
  • სურათი:480691
დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის


სახეობათა გადაშენება და წარმოქმნა დედამიწური სიცოცხლის ყოველდღიური რუტინაა, მაგრამ იყო დედამიწის ისტორიაში იმდენად დიდი მასშტაბის გადაშენებები, როცა ჩვეულებრივზე ათასჯერ დაჩქარებულად მიმდონარეობდა სიცოცხლის მილიონობით ფორმის და სახეობის ერთობლივად სრული მოსპობა. თითოეული ასეთი გადაშენება მიმდინარეობდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 15-30 მილიონი წლის განმავლობაში და არა ერთჯერადად და სწრაფად. აქედან უდიდესი და უსაშინლესი იყო პერმულ-ტრიასული გადაშენება, რომელმაც 90%-ზე მეტი სახეობა, რაც იმ დროის პლნეტაზე არსებობდა, სრულად ამოწყვიტა. ასეთი დიდი გადაშენებები ბოლო 445 მილიონ წელიწადში იყო სულ 6, ესენია:


1. 445 მილიონი წლის წინ - ორდოვიციული გადაშენება (Ordovician extinction) დიდი ალბათობით ეს გამოიწვია იმან, რომ სუპერკონტინენტი გონდვანა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლა, რამაც გამოიწვია წყლის დონის დიდი ზრდა და მილიონობით სახეობის ჩვეული საარსებო გარემო გაანადგურა. ასევე შემდგომი რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, ორდოვიციული გამყინვარების პერიოდში დიდწილად შეიცვალა მსოფლიო ოკეანის საკმაო ნაწილის ქიმიური შემადგენლობა. ამ და სხვა ფაქტორებმა საბოლოო ჯამში დიდი გავლენა მოახდინა სიცოცხლის მრავალი ფორმის გადაშენებაზე.


2. 370 მილიონი წლის წინ - გვიანი დევონიური გადაშენება (Late devonian extinction), რთულია ზუსტად დადგენა მისი გამომწვევი მიზეზის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე მცენარეულობის დიდმა გავრცელებამ და ამით გამოწვეულმა გარემო-პირობების ცვლილებებმა ბევრი სახეობისთვის შეუძლებელი გახადა ადაპტირება.


3. 252 მილიონი წლის წინ - პერმულ-ტრიასული გადაშენება (Permian-Triassic extinction), ამ გადაშენებამ მთელი დედამიწის, წყლის და ხმელეთის 90%-მდე ყველა სახეობა ამოწყვიტა. უფრო მეტად წყლის სახეობები გადაშენდნენ 95%-მდე და ხმელეთის სახეობები 70-80%-მდე. ამ ყველაფერის აღდგენას ბუნებამ მოანდომა კიდევ 10 მილიონი წელი მას მერე, რაც ეს დიდი გადაშენება დასრულდა. ის გამოწვეული იყო გლობალური კლიმატის ძალიან სწრაფი ცვლილებით, რაც შეიძლება ყოფილიყო შედეგი ძალიან დიდი ვულკანური აქტივობისა ამ პლანეტაზე, ან დიდი ზომის ერთი ან რამდენიმე ასტეროიდის შეჯახებით. თუმცა ამდენად დიდი კვდომის მიზეზი, მაინც ბოლომდე არაა გარკვეული.


4. 201 მილიონი წლის წინ - ტრიასულ-იურული გადაშენება (Triassic-Jurassic extinction). ეს გადაშენება სულ რამდენიმე ათასწლეულით უფრო ადრე მოხდა, ვიდრე სუპერკონტინენტი პანგეა დაიშლებოდა, გამომწვევი მიზეზი ამ შემთხვევაშიც სიზუსტით ნაკლებადაა დადგენილი, მაგრამ მიჩნეულია, რომ იყო დიდი ვულკანური აქტივობა, ასტეროიდის შეჯახება და აქედან გამომდინარე მკვეთრი კლიმატური ცვლილებები. ამოწყდნენ მესამედზე მეტი ზღვის სახეობები, დიდი ამფიბიები და უამრავი ნიანგისებრი და დინოზავრის სახეობა.


5. 66 მილიონი წლის წინ - ცარცულ-პალეოგენური გადაშენება (Cretaceous-Paleogene extinction), გადაშენებათა დიდი ხუთეულიდან მისი გამომწვევი მიზეზი და მექანიზმი საუკეთესოდაა გარკვეული. მოხდა დედამიწასთან მეტეორის შეჯახება, რამაც გამოიწვია დინოზავრების თითქმის ყველა წყლის და ხმელეთის სახეობის გადაშენება.


6. ძვ.წ. 8000 წლიდან დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს ჰოლოცენური გადაშენება, რომელსაც ზოგიერთი მეცნიერი ანთროპოგენურსაც უწოდებს (Holocene, Anthropocene extinction), ვინაიდან ის მთლიანად გამოწვეულია არა ბუნებრივი გარდამტეხი ცვლილებებით, არამედ ერთი კონკრეტული სახეობის - ადამიანის მოქმედებებით და მისი უარყოფითი გავლენით დანარჩენ ცოცხალ სამყაროზე. (იხ. წყარო)


1 მილიარდი წლის შემდეგ დედამიწას კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის, რომელიც სახეობების უდიდეს რაოდენობას ამოწყვეტს, რომელიც დამოკიდებულია ჟანგბადზე. დღესდღეობით ჟანგბადი შეადგენს დედამიწის ატმოსფერული მასის 21%-ს. დედამიწური სიცოცხლე, რომელიც დიდი, კომპლექსური სიცოცხლის ფორმებს წარმოადგენს, მაგალითად როგორიცაა ადამიანები და სხვა ძუძუმწოვრები, მთლიანად დამოკიდებულნი არიან ჟანგბადზე. მკვლევარმა კაზუმი ოზაკიმ, იაპონიაში, ფუნაბაშიში მდებარე ტოჰოს უნივერსიტეტიდან და ქრის რეინჰარდმა აშშ-ში, ატლანტაში მდებარე ჯორჯიის ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან გააკეთეს მომავალში დედამიწის კლიმატის, ბიოლოგიური მასის და გეოლოგიის მოდელირება, რომ გამოეთვალათ თუ რა მოხდებოდა შორეულ მომავალში. შედეგებმა აჩვენა, რომ დედამიწის ატმოსფერო შეინარჩუნებს ჟანგბადის იმ დიდი რაოდენობას, რაც მას გაუჩნდა 2.4 მილიარდი წლის წინ, როდესაც დედამიწაზე მოხდა დიდი ჟანგბადიზაცია მწვანე მცენარეების მიერ ნაწარმოები ფოტოსინთეზის გავლენით. ეს მდგომარეობა მხოლოდ კიდევ 1 მილიარდი წელი შენარჩუნდება. შემდეგ კი, მზის დაბერებით და მისი აქტივობის გაზრდით გამოწვეული ცვლილებები დიდად შეცვლის კლიმატს. მზე თანადათან უფრო და უფრო გაცხელდება და მეტი ენერგიის გამოყოფას დაიწყებს, რაც ატომოსფეროში საკმაოდ შეამცირებს ნახშირორჟანგის რაოდენობას, რაც თავის მხრივ მცენარეებისთვის სასუნთქად გამოიყენება და სწორედ CO2-ის დაშლით გამოყოფენ გარემოში მწვანე მცენარეები ჟანგბადს - O2-ს. სწორედ ესაა ფოტოსითეზი და ეს ამდიდრებს ატმოსფეროს ჟანბადით. რამდენადაც შემცირდება ნახშირორჟანგი, იმდენად შემცირდება ჟანგბადიც. როგორც აღნიშნული მკვლევარები ამბობენ, 1 მილიარდი წლის შემდეგ ჟანგბადი იმაზე მილიონჯერ უფრო ნაკლები იქნება ატმოსფეროში, ვიდრე დღეს, ახ.წ. 2021 წელს. ეს კი გამოიწვევს უდიდეს ამოწყვეტად ხმელეთის და ზღვის ხერხემლიანების და არა მხოლოდ მათი. მაგ დროისთვის, ბუნებრივ გარემოში დღევანდელი ადამიანი ვერანაირად ვერ გაძლებს და დაიღუპება. (წყარო: newscientist.com)


კრებულები:

1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. II)

11. მეცნიერება (ნაწ. III)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
390
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0