x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508456
8 მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-5 ტომი გამოვა
image


ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი - შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნი­სა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ქვე­ყა­ნა. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ბევ­რმა ქარ­თველ­მა გა­და­ლა­ხა ოკე­ა­ნე და ახალ ქვე­ყა­ნა­ში, ახალ მი­წა­ზე, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. ქარ­თვე­ლე­ბის კვა­ლი ამე­რი­კა­ში იმ­დე­ნად მკა­ფი­ოა, რომ გა­ო­ცე­ბა­საც კი იწ­ვევს, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს მათ უზარ­მა­ზარ ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-კულ­ტუ­რუ­ლი თუ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სფე­როს დარ­გებ­ში მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლე­ბის და­კა­ვე­ბა.


ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი - ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­ცი­ის ქარ­თვე­ლი ლე­გენ­და, გი­ორ­გი ბა­ლან­ჩი­ვა­ძე (ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი) - ამე­რი­კუ­ლი ბა­ლე­ტის ქარ­თვე­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი - ამე­რი­კუ­ლი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი - სუ­ნა­მო­ე­ბის პრინ­ცი...ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი კა­რი­ე­რის მწვერ­ვალს აშშ-ში მი­აღ­წი­ეს და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ქარ­თუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს.


ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვან ცნო­ბებს, უნი­კა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ფო­ტო­მა­სა­ლას ის­ტო­რი­კოს­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ გა­მო­ცე­მის „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ მე-5 ტომ­ში მო­უ­ყა­რა თავი. გა­მო­ცე­მის მე-5 ტომი 8 მარ­ტი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50, გა­ზეთ­თან ერ­თად – 15.00 ლარი.



ამა­ვე ტომ­ში ვკი­თხუ­ლობთ ბა­ლე­ტის „შავ მარ­გა­ლი­ტად“ წო­დე­ბუ­ლი, უნი­ჭი­ე­რე­სი და ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ბა­ლე­რი­ნის, თა­მარ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ბრწყინ­ვა­ლე სა­ბა­ლე­ტო კა­რი­ე­რას­თან ერ­თად თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რაც ჰქონ­და. მის წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის დე­და­მისს - ევ­გე­ნია თუ­მა­ნიშ­ვილს - რო­მელ­საც ქა­ლიშ­ვი­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბო­და და უამ­რა­ვი სირ­თუ­ლის, დიდი გა­ჭირ­ვე­ბის, შიმ­ში­ლის თუ სი­ცი­ვის მი­უ­ხე­და­ვად თა­მა­რის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და.


რო­გორც გა­მო­ცე­მის „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ მე-5 ტომ­ში ვკი­თხუ­ლობთ, ევ­გე­ნია თუ­მა­ნიშ­ვილს ქა­ლიშ­ვი­ლი 1919 წლის 2 მარტს ციმ­ბი­რი­დან შან­ხა­ის­კენ მი­მა­ვალ მა­ტა­რე­ბელ­ში შე­ე­ძი­ნა. ახალ­შო­ბილს თა­მა­რი და­არ­ქვა და თა­ვი­სი გვა­რი ‒ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი ‒ მის­ცა, რად­გან მე­უღ­ლე მგზავ­რო­ბის დროს გარ­და­ეც­ვა­ლა. ევ­გე­ნი­ამ მა­ტა­რე­ბელ­ში­ვე გა­იც­ნო პო­ლო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის მე­ფის არ­მი­ის ოფი­ცე­რი ვლა­დი­მერ ხა­სი­დო­ვი­ჩი, რო­მე­ლიც თა­მა­რის მა­მი­ნაც­ვა­ლი გახ­და.


1926 წლი­დან ოჯა­ხი ცხოვ­რე­ბას პა­რიზ­ში იწყებს. 7 წლის თა­მა­რი პრე­ობ­რა­ჟენ­სკა­ი­ას ცეკ­ვის სტუ­დი­ა­ში იწყებს სი­ა­რულს და ანა პავ­ლო­ვას ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ ექ­ცე­ვა. ცნო­ბილ­მა ბა­ლე­რი­ნამ თა­მა­რი კონ­ცერ­ტე­ბის­თვის შერ­ჩე­ულ პა­ტა­რა ბა­ლე­რი­ნებს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. თა­მარს ბედ­მა კი­დევ ერთხელ გა­უ­ღი­მა, რო­დე­საც პრე­ობ­რა­ჟენ­სკა­ი­ას სტუ­დი­ას პა­რი­ზის ოპე­რის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი ჟაკ როშე ეს­ტუმ­რა. იგი ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის­თვის ეძებ­და ბავ­შვს. არ­ჩე­ვა­ნი ათი წლის თა­მარ­ზე შე­ა­ჩე­რა და გო­გო­ნა სა­ბავ­შვო ბა­ლეტ „L’Eventail de Jeanne“-ში წამ­ყვან როლ­ზე მი­იწ­ვია...


1932 წელს სა­მი­ვე „გო­გო­ნა-ბა­ლე­რი­ნა“ მონ­ტე-კარ­ლოს ბა­ლეტ­მა მი­იწ­ვია იმ­ჟა­მად ცნო­ბილ სა­ბა­ლე­ტო დას­ში „De Basil Ballet Russes de Monte-Carlo“. აქე­დან იწყე­ბა თა­მა­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა. იგი ცეკ­ვავ­და პა­რი­ზის „გრანდ ოპე­რა­ში“, მი­ლა­ნის „ლა სკა­ლა­ში“, ნიუ-იორ­კის „მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა­ში“ და ა. შ. მის რე­პერ­ტუ­არ­ში, კლა­სი­კუ­რი ბა­ლე­ტე­ბის გარ­და, თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ლე­ტე­ბიც შე­დი­ო­და.


1932 წელს ჯორჯ ბა­ლან­ჩინ­მა თა­მა­რის­თვის შექ­მნა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას სახე ბა­ლეტ­ში „Cottilon“, რო­მე­ლიც პა­რი­ზის ოპე­რის სცე­ნა­ზე და­იდ­გა. ამა­ვე წელს თა­მარ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო დად­გმა­ში „Concurrence da Le Bourgeois“ და ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის მიერ სა­გან­გე­ბოდ მის­თვის შექ­მნილ ბა­ლეტ­ში „Le Palais de Cristal“ („ბრო­ლის სა­სახ­ლე“). პა­რი­ზის პრე­სამ თა­მა­რა თუ­მა­ნო­ვას ბა­ლე­ტის „შავი მარ­გა­ლი­ტი“ შე­არ­ქვა.


1939 წელს, ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის რჩე­ვით, 20 წლის ბა­ლე­რი­ნა სა­ცხოვ­რებ­ლად აშშ-ში გა­და­ვი­და. ულა­მა­ზე­სი მან­დი­ლო­სა­ნი ჰო­ლი­ვუდ­ში მა­ლე­ვე შე­ამ­ჩნი­ეს. იმა­ვე წელს ის მო­ნა­წი­ლე­ობს ბროდ­ვე­ის მი­უ­ზიკლში „Stars In Your Eyes“ და იწყებს ტურ­ნეს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო. თა­მა­რა თუ­მა­ნო­ვამ, ბროდ­ვე­ის და­პყრო­ბის შემ­დეგ, მი­უ­ზიკ­ლე­ბი­დან კი­ნო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და იმ დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვის სტა­ტუ­სიც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მი­ი­ღო.


თა­მა­რი პირ­ვე­ლი ბა­ლე­რი­ნა იყო, რო­მელ­მაც ჰო­ლი­ვუ­დი­სა­კენ გა­ი­კა­ფა გზა. 1944 წელს ფილმში „Days of Glory“ („დი­დე­ბის დღე­ე­ბი“) იგი იმ დრო­ი­სათ­ვის კი­ნო­დე­ბი­უ­ტანტ გრე­გო­რი პეკ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ ფილ­მის რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი კე­ი­სი რო­ბინ­სო­ნი გახ­ლდათ, რო­მელ­საც თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და ქარ­თვე­ლი ქალი და მას ცო­ლო­ბა სთხო­ვა. რო­გორც გი­ორ­გი კა­ლან­დია წერს, კე­ი­სი ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მე­უღ­ლე გა­მოდ­გა. თა­მა­რის ყვე­ლა სურ­ვი­ლი მის­თვის კა­ნო­ნი იყო. ამი­ტომ ქა­ლის თხოვ­ნა, სახ­ლის­თვის სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბა­ზი მი­ე­შე­ნე­ბი­ნა, მყი­სი­ე­რად და ულა­პა­რა­კოდ შე­ას­რუ­ლა.


რო­გორ გან­ვი­თარ­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბა­ლე­რი­ნა­სა და ჰო­ლი­ვუ­დის კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვის ცხოვ­რე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ამის შე­სა­ხებ ვრცლად გა­მო­ცე­მის „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ მე-5 ტომ­ში წა­ი­კი­თხავთ.


შე­გახ­სე­ნებთ, „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის, ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ა­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 12 ტომს აერ­თი­ა­ნებს. ყო­ვე­ლი ახა­ლი ტომი თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მოგ­ვი­თხრობს იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ქარ­თუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს.


გა­მო­ცე­მის მე­ხუ­თე ტომი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, 8 მარ­ტი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50, გა­ზეთ­თან ერ­თად – 15.00 ლარი.



0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0