x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მსოფლიოში უძველესი სასტუმრო


image


სასტუმრო დაარსდა ჩვენი წელთაღრიცხვის 705 წელს და მას ამ დრომდე ერთი შთამომავლობის 52 ოჯახი მართავდა. სასტუმროს ადგილმდებარეობამაც განსაზღვრა მისი ამდენი ხნით არსებობა, ყოველ მოგზაურს სურდა ღამის გათევა ბუნების გასაოცარ წიაღში.


image


საოცარია ის ფაქტი, თუ რამდენ ისტორიას იტევს ეს სასტუმრო. ამ დაწესებულებას თავისი გამორჩეული თვისება ჰქონდა- შეუზღუდავი რაოდენობის ცხელი წყალი ყოველთვის მისაწვდომი იყო. ფაქტია, რომ სასტუმროს მფლობელები თავიდანვე იყენებდნენ ცხელ წყალს ახლომდებარე წყაროებიდან. აღსანიშნავია ის, რომ სასტუმროს შემოსასვლელში არის რამდენიმე ფირფიტა სადაც მითითებულია, რომ აქ იმყოფებოდნენ საიმპერატორო ოჯახის წევრები სხვადასხვა წლებში.



image


სასტუმროში შესვლისთანავე წარმოუდგენელია იფიქრო, რომ 1313 წლის განმავლობაში ემსახურებოდა სტუმრებს. ვერ ნახავთ რაიმე გაფუჭებულს ან დაზიანებულ კედლებს. დიზაინი შექმნილია ტრადიციულ იაპონურ სტილში, დიდი რაოდენობით არის გამოყენებული ხის ელემენტები. აქ ვერ ნახავთ ტელევიზორს, ადამიანები ჩამოდიან საკუთარ თავთან და ბუნებასთან დასარჩენად.


image







0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0