x
"ყვირილი" დამალულ შეტყობინებას ატარებს და ექსპერტები ახლახანს გაერკვნენ, ვინ დაწერა ის
image

კურატორებმა საბოლოოდ დაადგინეს იდუმალი შეტყობინების ავტორი, რომელიც ედვარდ მუნკის საკულტო ნახატში -"ყვირილი"- იქნა ჩაწერილი. თურმე, ეს თავად მუნკი იყო. მინაწერი, რომელიც მკრთალად იყო მიჯღაბნილი ნახატის ზედა მარცხენა კუთხეში, ძველმოდურ ნორვეგიული ენაზე, ასე იკითხება: ”მხოლოდ შეშლილს შეეძლო დაეხატა!”

წერილის ავტორის ვინაობა 117 წლის განმავლობაში საგონ
ებელში აგდებდა ექსპერტებს. წარწერა პირველად დანიელმა, ხელოვნებათმცოდნემ,
1904 წელს შენიშნა, ნახატის დებიუტიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ. მას შემდეგ ექსპერტებმა განიხილეს მისი ავტორი - შეიძლება ეს ყოფილიყო თავად მუნკი, ან უბრალოდ ვანდალი, რომელსაც არ მოსწონდა მისი ნახატი. ახლა უკვე არსებობს საბოლოო პასუხი.

"ნაწერი უეჭველად მუნკისაა", - თქვა მაი ბრიტ გულენგმა, ნორვეგიის ეროვნული მუზეუმის კურატორმა.


წერილის ავტორის გამოსავლენად, ნორვეგიის ნაციონალური მუზეუმის გუნდმა პირველ რიგში თავად სცადა მთლიანი შეტყობინების გამოვლენა. ”ძალიან რთული იყო ამ მინაწერის ახსნა”, - აღნიშნა ტიერი ფორდმა, ნორვეგიის ეროვნული მუზეუმის მხატვრობის კონსერვატორმა. ”მიკროსკოპის საშუალებით ხედავთ, რომ ფანქრის ხაზები ფიზიკურად არის საღებავის თავზე და გამოყენებულია ნახატის დასრულების შემდეგ.”


image


მკრთალი შეტყობინებას უფრო ახლოს გასაცნობად, მუზეუმის გუნდმა ნახატს ინფრაწითელი ფოტოები გადაუღო. ამან მწერლის ფანქრის ნახშირბადი უფრო ადვილად დასანახი გახადა. შემდეგ, გუნდმა დაათვალიერა მუნკის დღიურები და წერილები, რათა შეესწავლათ მისი ხელწერა და მათ შეადარეს ნახატის წარწერა მუნკის ხელწერას. დამთხვევა აღმოჩნდა. მუნკის ხელწერა არა მხოლოდ ემთხვეოდა შეტყობინებას, არამედ წერილის განწყობაც ემთხვეოდა მუნკის გონებრივ მდგომარეობას მისი დაწერის დროს.

image



გიულენგმა განმარტა: ”თავად ხელნაწერი, ისევე როგორც 1895 წელს მომხდარი მოვლენები, როდესაც მუნკმა პირველად აჩვენა ნახატი ნორვეგიაში, ეს ყოველივე იმაზე მიუთითებდა, რომ ნახატზე მინაწერი სწორედ მას ეკუთვნოდა.”

image


ამრიგად, რამ ჩთააგონა მხატვარი, რომ ასეთი მესიჯი ჩაეწერა საკუთარ ნახატში? მუნკმა ახლა უკვე საკულტო ფრაგმენტი 1893 წელს დახატა მას შემდეგ, ორ მეგობართან ერთად გაისეირნა მზის ჩასვლის დროს. შეჩერდა, რათა ჩაესუნთქა, მუნკმა გაიხსენა, რომ მან დაინახა: "სისხლი და ცეცხლის ენები" მოედინებოდა ცას. ”ჩემი მეგობრები სეირნობდნენ, მე კი იქ ვიდექი და შფოთვისგან ვკანკალებდი - და ვგრძნობდი უსასრულო კივილს ბუნების გავლით”.

შედეგი შედევრი იყო. მაგრამ ამას მუნკის ყველა თანამედროვე არ ეთანხმებოდა.

ნახატის საზღვარგარეთ ჩვენების შემდეგ, მუნკმა პირველად იგი 1896 წელს ნორვეგიაში გამოფინა. მისმა თანამემამულეები მას ცივად შეხვდნენ.

ხელოვნებათმცოდნე ჰენრიკ გროში, მაშინ ნორვეგიის დეკორატ


იული ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმის დირექტორი, წერდა, რომ ”ყვირილი” იმის დასტურია, რომ ხალხმა არ უნდა ”მიიჩნიოს მუნკი, როგორც სერიოზული ადამიანი ნორმალური ტვინით”.

მუნკის ნახატზე დისკუსიის დროს - სადაც მუნკი სავარაუდოდ იმყოფებოდა - სამედიცინო სტუდენტმა, სახელად იოჰან შარფენბერგმაც, ეჭვქვეშ დააყენა მუნკის ფსიქიკური მდგომარეობა. ნორვეგიის ეროვნული მუზეუმის თანახმად, შარფენბერგი მიიჩნევდა, რომ "ყვირილმა" დაადასტურა, რომ მუნკი "არ იყო ჯანმრთელი ფსიქიკის".

შარფენბერგი განაგრძობდა იმის თქმას, რომ ნახატი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მუნკი იყო ჰალუცინაციისკენ მიდრეკილი და უნდა გაეგზავნათ საავადმყოფოში და უნდა აეკრძალათ ხატვა.

მხატვარი განცვიფრდა. არა მხოლოდ მისი ნამუშევრების კრიტიკამ ატკინა მას პირადად, არამედ გროში და შარფენბერგი მუნკის არასაიმედოობას შეეხნენ. მას ეშინოდა, რომ ის, ისევე როგორც მისი ოჯახის სხვა წევრები, შეიძლებოდა გაგიჟებულიყვნენ. მამამისსაც და ბაბუასაც დეპრესია ჰქონდათ და მისი დაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს. თვითონ მუნკი კი საავადმყოფოში მოხვდებოდა ნერვული სისტემის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ.

imageმუნკის ავტოპორტრეტი, დახატული 1895 წელს.


ნახატის კრიტიკამ მუნკის შიგნით ტანჯვა და გაღიზიანება გამოიწვია. იგი ხშირად ახსენებდა ამას თავის წერილებსა და დღიურებში, თუნდაც ათწლეულების შემდეგ. როგორც ჩანს, ამან აიძულა მას აეღო ფანქარი და "ყვირილში" ჩანაწერი გაეკეთებინა.

”ის იქნებოდა ნასვამი ამის გაკეთების დროს”, - თქვა გულენგმა. "მას ემოციური აშლილობის მომენტი ექნებოდა”.

”ყვირილი უფრო მეტია ვიდრე ნახატი, ” - აღნიშნა ერთმა ლონდონელმა დილერმა ბრწყინვალე გაყიდვის შემდეგ. ”ეს ფსიქოლოგიის სიმბოლოა, რადგან ის მე-20 საუკუნის კაცობრიობის ტრავმებს მოასწავებს.”

0
188
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ კახნიაშვილი
მარიამ კახნიაშვილი
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0