x
image
ლანა92
როდის ჩნდება "კომერციული at", ან "ძაღლუკა" და რას უწოდებენ მას სხვადასხვა ქვეყანაში


image



კომერციული at, ან "ძაღლუკა" @ ის სიმბოლოა, რომლის ზუსტი წარმოშობა უცნობია. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ესაა ლათინური წინდებული შემოკლებით "ad" ("თან", "ში", "ზე"), მეორე ვერსიით, ესაა მე-16 საუკუნეში მოცულობის ერთეულის (სტანდარტული ამფორის) აბრევიატურა. ცნობილია, რომ სიმბოლო ფართოდ გამოიყენებოდა კომერციულ საქმიანობაში. ანგარიშებში @ ენაცვლებოდა ინგლისურ წინდებულს "at", საიდანაც იგი "გადავიდა" საბეჭდი მანქანებისა და კომპიუტერების კლავიშებზე.

@ ნიშანმა კიდევ ერთი მნიშვნელობა შეიძინა 1971 წელს პროგრამისტ რეიმონდ ტომლინსონის მსუბუქი ხელით. კერძოდ, სწორედ მან შესთავაზა საზოგადოებას ელექტრონული ფოსტის მისამართში @-ის, როგორც მომხმარებლის სახელისა და დომენის გამყოფი ნიშნის, გამოყენება.

ოფიციალურად ნიშან @-ს უწოდებენ "კომერციულ at"-ს და მრავალი მეტსახელი აქვს მინიჭებული სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლების მიერ. მაგალითად, რუსეთში მას "ძაღლს", უწოდებენ, იტალიასა და საფრანგეთში - "ლოკოკინას", ფინეთში - "კატის კუდს", ჩინეთში - "თაგვს", გერმანიაში _ "მაიმუნის კუდს", უნგრეთში _ "ჭიას", საქართველოში (რუსულის გავლენით) - "ძაღლუკას".









0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0