x
image
ირინა მ.
თილისმები, რომლებიც წარმატებასა და იღბალს მოგიტანთ
image

ადამიანების უმრავლესობას ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუყენებია წარმატების თილისმა: მონეტა, ცხენის ნალი ან სხვ. არ არსებობს მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ეს ნამდვილად მუშაობს, მაგრამ ბევრს სჯერა მისი ძალის.

1. ცხენის ნალი

image

ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნალი ეტრუსკების შექნილია, დაახლოებით ძვ. წ. 400 წელს. ნალის თავდაპირველი ცრურწმენა გაჩნდა ჩრდილოეთ ევროპაში (როგორც ჩანს, მომთაბარე კელტების ტომებში). მას ათავსებდნენ შენობის შემოსასვლელის თავზე, რათა ბოროტი ელფები განედევნათ, რომლებიც ტყეში დაბორიალებდნენ.

იღბალი მხოლოდ რკინის ნალებს მოჰქონდათ. ითვლებოდა, რომ ელფებს სწორედ რკინისგან გაკეთებული იარაღის ეშინოდათ.

ნალი კელტების ნახევარმთვარის ღმერთის სიმბოლოს წააგავს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით მას შესასვლელის თავზე ან ბოლოებით ზემოთ მიმართულს ათავსებდნენ–რათა წარმატება "მოეგროვებინათ" როგორც თასში, ან ბოლოებით ქვემოთ მიმართულს–რათა "მოგროვილი" წარმატება იმას გადმოესხას თავზე, ვინც მის ქვეშ გაივლიდა.

კიდევ ერთი ტრადიციული თვალსაზრისით, ითვლებოდა, რომ იღბლის მოსაზიდათ ნალი დამაგრებული უნდა ყოფილიყო შვიდი რკინის ლურსმნით, რადგან რიცხვი შვიდი ძლევამოსილ სიმბოლოდ ითვლებოდა.

2. ხეზე კაკუნი

image

ძველ წარმართებს თავიანთ რელიგიაში ბევრი ტყის სულები და ღვთაებები ჰყავდათ, ამიტომ ხეზე კაკუნი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღვთაებისადმი თხოვნა, რომ დაეფარათ ბოროტებისგან. შეიძლება აგრეთვე ძველი წარმართები ხეზე ხმაურით ბოროტ სულებს განდევნიდნენ.

3. რიცხვი "7"

image

ბევრი რიცხვია, რომელიც ბედნიერების მომტანად ითვლება, მაგრამ ყველაზე ძლიერი მათ შორის არის 7. ეს რიცხვი თითქმის ყველა რელიგიაშია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ებრაელებისთვის და ქრისტიანებისთვის არის, იმიტომ რომ იგი საკრალურ რიცხვად ითვლება (მაგალითად: სამყაროს შექმნა შვიდ დღეში, მაცხოვრის მიერ დაწესებული შვიდი საიდუმლო და ა.შ.). რიცხვი 7 ფიგურირებს მსოფლიოს მითებშიც. ძველ ეგვიპტეში, მაგალითად თვლიდნენ, რომ ზეცაში მიმავალი 7 გზა არსებობს. ჩინეთში კი ეს რიცხვი უბედურების მომტანად ითვლება, რადგან მათი აზრით იგი სიკვდილთან ასოცირდება. იქ უყვართ რიცხვი 8, იმიტომ რომ ის ირითმება სიტყვასთან, რომელიც "აყვავებას" და "კეთილდღეობას" ნიშნავს.

4. ძინ–ჩანი


image

ძინ–ჩანი ცნობილია, როგორც "ფულის ბაყაყი". ძინ–ჩანი (ან ჩან ჩუ) –ეს სამთათიანი ბაყაყი-ხარია წითელი თვალებით, რომელიც მონეტების გროვაზე ზის. იგი 1000 წლის წინათ გაჩნდა ჩინეთში. ჩინურ კულტურაში საკმაოდ გავრცელებული ამულეტია, განსაკუთრებით ფენ-შუიში, თუმცა მისი გამოყენება როგორც თილისმა, ბევრად გვიან დაიწყეს, შესაძლოა მე-16, მე-17 საუკუნეებში.

ამბობენ, ძინ-ჩანს წარმატება მოაქვს ძირითადად ფულად შემოსავალში, ამიტომ ბაყაყის სტატუეტებს აკეთებენ პირში მონეტებით.

5. მანეკო–ნეკო

image

მანეკო–ნეკო იაპონურიდან რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს "კატა, რომელიც იზიდავს". ეს კატა, რომელსაც თათი ზემოთ აქვს აწეული, იაპონური ამულეტია. იგი მე-16, მე-17 საუკუნეებში შექმნეს იაპონიაში. მანეკო-ნეკოს ძირითადად ვიტრინებში ან მაღაზიის ფანჯრებზე ათავსებენ, იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, იგი ბიზნესის აყვავებას უწყობს ხელს.

მანუკი-ნეკოს კლასიკურ მითიურ წარმოშობას საფუძვლად უდევს გაკოტრებული ბიზნესმენის ისტორია, რომელიც მშიერ კატას შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა ფული, კატა მაინც დააპურა, უმკურნალა, გამოაჯანმრთელა, და მისი ბიზნესიც გამოსწორდა, წარმატებული გახდა იმის შემდეგ, რაც კატა ბიზნესმენის მაღაზიის წინ იჯდა და გამვლელების ყურადღებას იქცევდა.

თუ ადამიანს სურს ბედნიერება მოიზიდოს, კატას მარცხენა თათი უნდა ჰქონდეს აწეული, ხოლო თუ ჯანმრთელობის მოზიდვა სურს–მაშინ მარჯვენა.

6. ჰალად კხიკი

image

ყველაზე უცნაური ამ სიაში, ჰალად კხიკი–ეს ტაილანდური ამულეტია, რომელიც იღბალს იზიდავს. რამდენადაც ის ითარგმნება როგორც "სასქესო ორგანოს საპატიო შემცვლელი", ნათელია როგორი ფორმაც ექნება მას. იგი შეიქმნა ინდოეთში, ხოლო ტაილანდში მე-8 საუკუნეში შემოიტანეს ბერებმა და ძალიან პოპულარული გახდა. ამბობენ, რომ ჰალად კხიკი ყველა სურვილს ასრულებს, მაგრამ ძირითადად ის სასქესო ორგანოებს იცავს ყოველგვარი უსიამოვნებისგან. ამულეტები სხვადასხვა ზომის შეიძლება იყოს, ზოგიერთი სიგრძეში რამდენიმე მეტრსაც კი აღწევს.

იხილეთ ასევე:




ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image


ისტორია მოზარდის შესახებ, რომელმაც სახლის ეზოში ატომური რეაქტორი ააწყო

image


გინდათ ონლაინ გაყიდოთ ტანსაცმელი? ნახეთ როგორ მოახერხა ეს ფილიპინელმა ქალბატონმა

image


მართალია თუ არა, რომ მზესუმზირამ შეიძლება აპენდიციტი (ბრმა ნაწლავის ანთება) გამოიწვიოს?

image


საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან

image


მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო

image


ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით

image








0
80
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0