x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება?

მაღალი თვითშეფასებით არავინ იბადება. თუკი ვინმეს მაღალი თვითშეფასება აქვს, ანუ იგი საკუთარ თავზე წლობით მუშაობდა.

ჩვენ შემოგთავაზებთ თვითშეფასების ასამაღლებელ რამდენიმე მეთოდს:

image

1.წაახალისეთ საკუთარი თავი.

როგორც წესი, ადამიანები ჩვენსავე შექმნილი იმიჯის შესაბამისად ვიქცევით. მეთოდი, რომლითაც შეგიძლიათ გრძელვადიან შედეგს მიაღწიოთ, მარტივია – უნდა შეცვალოთ საკუთარი თავის აღქმა.

2. ყოველდღიურად გააკეთეთ ერთი რამ, რაც გაშინებთ


საუკეთესო გზა შიშის გადასალახად, მასთან პირისპირ დარჩენაა. ყოველდღიურად შეეჯახეთ იმას, რაც გაშინებთ. ამით საკუთარი თავის რწმენასაც შეიძენთ და თავდაჯერებულობაც მოიმატებს.

3.მომართეთ თავი გამარჯვებისკენ

ბევრს საკუთარი შესაძლებლობები იმიტომ აეჭვებს, რომ ზედმეტად რთულ მიზნებს ისახავს. დაიწყეთ მარტივი მიზნებით, რომელთაც ადვილად მიაღწევთ. მას მერე, რაც წარმატებებს დააგროვებთ და საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა შეგექმნებათ, შეგიძლიათ რთულ დავალებებზეც გადახვიდეთ.

4. დაეხმარეთ სხვებს

სხვისთვის დახმარება ზოგჯერ საკუთარ თავს გვავიწყებს და მადლიერების გრძნობას აჩენს იმის გამო, რაც გვაქვს. კარგად იგრძნობთ თავს, თუკი სხვის ცხოვრებაში რაიმეს სასიკეთოდ შეცვლით. შეამჩნევთ, ამ პროცესში როგორ ამაღლდება თქვენი თვითშეფასება.

5. იზრუნეთ საკუთარ თავზე

გამოყავით დრო ვარჯიშისთვის, კვებისა და ძილის რეჟიმისთვის დასარეგულირებლად. გარდა ამისა, შეარჩიეთ ისეთი სამოსი, რომელიც თავს ისე გაგრძნობინებთ, როგორიც გსურთ, რომ იყოთ. სურვილების დაკმაყოფილება თქვენსავე თვითშეფასების შექმნაში დაგეხმარებათ.

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ნიკოლაიშვილი
თამარ ნიკოლაიშვილი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0