x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110487
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
„სერიოზულად გაიშარე და არასოდეს შეგიმჩნევია“ - გრიგოლია ვატო წერეთელს

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ტვ პირველის“ დამფუძნებელს ვატოს წერეთელს დაბადების დღეს სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს. ინგა „ფეიბუქის“ პირად გვერდზე ვატოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

.

„ეს ბიჭი იუბილარია. ჩემი საუკეთესო მეგობარია, ყველაზე სანდო და საუკეთესო. ამას არ ვწერ იმიტომ, რომ ჩემი დამქირავებელია, მართლა საუკეთესოა! სასწაული ადამიანია, უსასწაულესი. სიკეთის და სიყვარულის განსახიერება.

.

დაბადების დღეს გილოცავ, ამ სამყაროში ყველაზე მაგარო ადამიანო, მადლობა ყველაფრისთვის! მადლობა მეგობრობისთვის, მადლობა „ტვ პირველისთვის“... მადლობა, რომ მაშინ გამიღე კარი, როცა სამსახურიდან გამომაგდეს და არანაირი სივრცე რომ აღარ არსებობდა ჩემთვის თუ სხვისთვის, მადლობა, რომ მაშინ მიმიღე, მენდე. შემიფარე და მომეცი შანსი, ხელახლა მეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმე, როცა აღარაფრის იმედი არ მქონდა.

.

მადლობა, რომ ჩვენს გამო, სერიოზულად გაიშარე და არასოდეს შეგიმჩნევია! მადლობა, რომ არასოდეს გითხოვია, რამე ისე კი არ გააშუქო, როგორც შენ ფიქრობ, არამედ ისე - როგორც მე მაწყობსო. ბედნიერი ვარ, რომ მეგობრები ვართ და მინდა იცოდე, სიცოცხლის ბოლომდე ამ მეგობრობის და საოცარი თანამშრომლობის ერთგული ვიქნები. მაგრად იყავი, ჩვენო ოქროს ბიჭო, შენს არაჩვეულებრივ ოჯახთან და ტელევიზიასთან ერთად, რომელიც არაფრისგან გააკეთე და რომლითაც ყველაფერი გააკეთე, რაც შეიძლება თავისუფალი ჟურნალისტისთვის საოცნებო იყო. მიყვარხარ!!“ - წერს ინგა გრიგოლია.

.

ტელეარხს იუბილეს ულოცავს ნანუკა ჟორჟოლიანიც:

.

„TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი - მომწონხართ, მიყვარხართ და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი არსებობა. ჩვენ, ამ ფორმით ერთმანეთს ვაძლიერებთ

Anuna Akhalaia შენ მაყურებელს განსაკუთრებით ვუყვარვარ და ამიტომ სულ მიყვარს შენთან სტუმრობა. ყველას, დარაჯით დაწყებული Vato Tsereteli დამთავრებული, გილოცავთ დაბადების დღეს. ❤️ პატარები ხართ, მაგრამ მაგრები.“ - წერს ნანუკა.
0
400
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0