x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110487
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
10 რამ, რაც ფემინისტების შესახებ უნდა იცოდეთ

image

1. ფემინიზმი და ქალურობა ერთმანეთის ანტონიმები არაა- ქალებს შეუძლიათ ჩაიცვან მამაკაცურ სტილში თუკი ეს მოსწონთ.


2.ფემინისტები არ არიან “უშნოები" ან “მსუქნები"- სიტყვა ფემინისტის ხსენებაზე, არაა აუცილებელი თვალწინ ქალი წარმოგიდგეთ, რომელსაც თმიანი იღლიები ან ფეხები აქვს. ადამიანის უფლებაა, გამოიყურებოდეს ისე, როგორც თვითონ მოსწონს და უნდა.



3. ფემინისტებს უყვართ მამკაცები- არც არასდროს უთქვამთ, რომ არ უყვართ. პირიქით, უფრო გამგებები არიან მათ მიმართ. ფემინისტები მამაკაცებს ემოციების გამოხატვას პატიობენ.


4. ფემინისტები არ არიან სექსის წინააღმდეგნი- და რატომ უნდა იყვნენ? ყველაფერი რიგზეა, თუკი კავშირი თანხმობით ხდება.image


5. ფემინისტები არ იბრძვიან მაგალითად “შემდუღებელი ქალების" უფლებების დასაცავად- რა თქმა უნდა, ქალს შეუძლია იმუშავოს თუნდაც მდივნად, თუნდაც შემდუღებლად და სხვა ამდაგვარი პროფესიის სამუშაოზე თუკი მოისურვებს.


6. ფემინისტებიც აღნიშავენ 8 მარტს- რა თქმა უნდა, ვის არ უყვარს ყვავილების მიღება? მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არაა, 1913 წელს ქალებმა პირველად მოითხოვეს თანასწორი უფლებები.image


7. ფემინისტები არ არიან ოჯახური ფასეულობების წინააღმდეგნი- ხშირად გაიგებთ ფრაზებს “ფემინისტია და იმიტომ არაა გათხოვილი", “კარგ მამაკაცს რომ იპოვი აღარ იქნები ფემინისტი" და ა. შ. ფემინისტები არც არასოდეს იბრძოდნენ გათხოვების წინააღმდეგ.



8. ფემინისტებსაც უყვართ ბავშვები- რა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია, ზოგ ადამიანს (არამარტო ქალს) არ უყვარს ბავშვებსი და არც უნდათ ყოლა. 120 წლის წინ კი ქალს არჩევანის გაკეთების უფლებაც არ ჰქონდათ: გათხოვდი?- შვილი გააჩინე. ერთი შვილი გყავს? წელიწადში მეორესთვის მზადება დაიწყე. შვილს ვერ აჩენ? აპატიე ქმარს ღალატი და ა. შ. რაც მთავარია, ქალს იმისი უფლებაც არ ჰქონდა, რომ განქორწინება მოეთხოვა.



9. ფემინისტები ეკონომიური თანასწორობისთვის იბრძვიან- ეს რას ნიშნავს? იმას, რომ თუკი ერთსა და იმავე პოზიციაზე სხვადასხვა სქესის ადამიანები მუშაობენ და კლასიფიკაციაც ერთნაირი აქვთ, მათ ანაზღაურებაც ერთნაირი უნდა ჰქონდეთ.



10. სწორედ ფემინისტებმა მიაღწიეს იმას, რომ დღეს ქალს ხმის მიცემის უფლრბა აქვს.- 100 წლის წინ ასე არ იყო.


0
207
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0