x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ინფორმაცია მომივიდა "გლავკანალიდან", დიდი ჩხუბი ყოფილა, არც გვარამიას დაუხევია უკან" - თამთა მეგრელიშვილი

image


იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის გუშინ მომხდარ ურთიერთდაპირისპირებაზე საუბრობს. მეგრელიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი "მთავარ არხთან" თანამშრომლობით და მათი მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც ირკვევა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაღიზიანება, ნამახვანის საპროტესტო აქციის არასათანადო გაშუქებას და ამ თემასთან დაკავშირებით არხის მხრიდან მისი სპეციალური განცხადების ყურადღების მიღმა დატოვებას მოჰყვა, იურისტისვე თქმით, სააკაშვილმა "მთავარი არხის" თანამშრომლებს ამის გამო "ლუზერებიც" კი უწოდა: "ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა "გლავკანალიდან" - დიდი ამბები, ჩხუბი და გარჩევა ყოფილა გუშინ ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის. კერძოდ მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე საუბარი ქონია გვარამიასთან და უხეშად საყვედურობდა, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქცია, არც იმას მიაქციეთ ყურადღება რომ მე სპეციალური განცხადებით გამოვეხმაურე და ზოგადად ამ თემას რომ არ მიაქციეთ ყურადღება სათანადო, ლუზერები ხართო. არც გვარამიას დაუხევია უკან, პრეზიდენტობის დროს, შენც და შენი გუნდის წევრებიც ჰესების აშენებას ემხრობოდით, არქივში ასობით მსგავსი შინაარსია განცხადება იძებნება და ამ ორმაგი სტანდარტის გამო გავხდებით დასაცინი და უარესად შემოგვიტრიალდება თემაო. სააკაშვილი თურმე სხვა თემებზეც უკმაყოფილოა - გვარამიას განსაკუთრებული გაღიზიანება სააკაშვილიგან იმის თქმამ გამოიწვია, რომ ტვ პირველი უკეთესად ეთანამშრომლება, რის მაგალითად ოპოზიციის აქციის გაშუქება იყო მოშველიებული. ნაცმოს ლიდერების ეს ჩხუბი და დავიდარაბა როგორ დასრულდება და ვისი პოზიცია გაიმარჯვეს, ამას მალე "გლავკანალის" ეთერიდან გავიგებთ"- დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე თამთა მეგრელიშვილმა.












0
1138
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1138