x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
როდის და სად ჩნდება შავი პომიდორი პირველად და რა ფერის რბილობი აქვს მას

image




შავი პომიდორი ნამდვილად არსებობს. ეს ბოსტნეული ტრადიციულად ვარდისფერი, ან წითელია, მაგრამ ნურც მუქი ბორდოსფერი პომიდორი შეგაშინებთ. უფრო მეტიც, ის გაცილებით გემრიელია, ვიდრე ჩვეულებრივი ფერის პომიდორი. შავი პომიდორი წითელზე ცოტათი უფრო მოტკბოა, აქვს რუკოლას (გრაციას), ან კიტრის გემო.

image

პომიდორში შავი შეფერილობის ხარისხი, სიმუქე, შავი პიგმენტაცია დამოკიდებულია ნიადაგის მჟავიანობაზე, სადაც ეს ბოსტნეული ხარობს. იგი მუქი ვარდისფერიდან შეიძლება, გადადიოდეს მკრივ შავამდე შეფერილობაზე.

შავ პომიდორს აქვს ერთი "მაგრამ", ანუ ნაკლი - ის არ ვარგა კონსერვებისათვის.

image

შავი პომიდორი სამხრეთ ამერიკის მკვიდრთათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-8 საუკუნეში. დღეს ეს ბოსტნეული წარმოდგენილია სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშით, რომელიც მიღებულია ჩვეულებრივი სელექციის შედეგად.

image

შავი პომიდორი შიგნით წითელია, ისევე, როგორც ჩვეულებრივი პომიდორი.

image

შავ პომიდორს ჩვეულებრივი, წითელი პომიდვრისაგან განასხვავებს მკვრივი კანი, რის გამოც იცი გაცილებით დიდხანს ინახება. აქვს უფრო გამოხატული გემოც, რაც განპირობებულია შაქრისა და მჟავის მეტი კონცენტრაციით.

image

შავი პომიდვრის გემრიელი და არომატული ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით ა და ც ვიტამინებით. იგი ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, ასევე, შეიცავს ანტიოქსიდანტ ლიკოპინს, რომელიც ორგანიზმის დაბერების პროცესს ანელებს. შავი პომიდორი სასარგებლოა პროსტატის ადენომის სამკურნალოდ. იგი, ასევე, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე და აბალანსებს არტერიულ წნევას, ზრდის იმუნურ თვისებებს, იცავს გაციებისაგან.

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0