x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იაპონიაში ქალის მკერდისადმი მიძღვნილი ტაძარი არსებობს, სადაც ქალები განსაკურნებლად დადიან

image


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იაპონურ ტაძარში, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ქალის მკერდს ეძღვნება. პატარა სოფელ "კუდოიამაში", მთა "კოია-სანის" ძირში "ძისონ-ინის" ტაძარი მდებარეობს, რომელიც იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ბუდისტურ სალოცავს წარმოადგენს.


image


ტაძარი, ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩევა მეტიც, ის იაპონურ და ბუდისტურ კანონებს ზედმიწევნით შეესაბამება, თუმცა როგორც კი მის ზღურბლს გადააბიჯებთ, მიხვდებით რომ სრულიად განსაკუთრებულ ადგილას იმყოფებით. სალოცავში მრავლად შეხვდებით საგანგებოდ, ქაფრეზინისა და ქსოვილისგან დამზადებულ სხვადასხვა ზომის მკერდს ხის დაფებზე განთავსებულს.


imageimage


ერთ დროს "ძისონ-ინი" ჩვეულებრივი ადგილი გახლდათ, რომელიც წმინდა მთა "კოია-სანის" შესასვლელს წარმოადგენდა, სანამ იქ ექიმი ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტის სალოცავად არ მივიდა, რის შემდეგაც პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად ტაძარში ცვლილებები დაიწყო. ექიმმა სამლოცველოში ნებართვა ითხოვა მკერდის სახით შესაწირავის მიტანაზე, რასაც მსახურები ბევრი ფიქრის გარეშე დასთანხმდნენ, ასე ჩაეყარა საფუძველი ტაძარში ახალ ტრადიციას.


image


ადამიანებმა წმინდა ადგილას მისვლა მთელი ქვეყნიდან მასიურად დაიწყეს, რომლებსაც სალოცავში საკმაოდ უცნაური შესაწირი მიჰქონდათ, მომლოცველთა ერთი ნაწილი ტაძარში დღესაც ჯანმრთელი ორსულობისთვის ლოცულობს, მეორენი კი - ღმერთებს სტაბილურ ლაქტაციას ან ძუძუს კიბოსგან განკურნებას შესთხოვენ.


imageimageimageimage













0
88
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
88