x
მეტი
  • 20.04.2021
  • სტატია:110586
  • ვიდეო:352138
  • სურათი:481129
,,ცოცხალი ჩონჩხები"- ცნობილი ქალბატონები, რომლებსაც წონაში მომატება არ აწყენთ

სილამაზის მოძველებული სტანდარტების მიხედვით, ბევრი თვლის, რომ სიგამხდრე სილამაზეა. ეს ვარსკკვლავებიც, სხვადასხვა დიეტებით, ვარჯიშებითა და წამლებით ცდილობდნენ სასურველი შედეგის მიღწევას, თუმცა, როგორც ჩანს ზედმეტიც მოუვიდათ:



კლაუდია შიფერი- “მოდის სამყარო პროპაგანდას უკეთებს სიგამხდრეს. ვუყურებ ამ მოდელებს და ვერ ვეშვები იმ აზრს, რომ რაღაც სჭირთ. მოდელები ყოველთვის იყვნენ გამხდრები, მაგრამ დღეს ზედმეტად გამხდრები არიან, ზოგჯერ მეჩვენება, რომ უხილავებიც გახდებიან." ეს სიტყვები ეკუთვნის კლაუდია შიფერს, რომელიც თვითონაც ლამის უხილავად იქცა.image


ნიკოლ რიჩი- ჰოლივუდში პირველი იყო, ვინც თავისი ანორექსიის შესახებ ილაპარაკა. ამბობენ, რომ 65 კილოდან ის 38 კილომდე ჩამოვიდა. სამკურნალოდ ნიკოლს წლები დასჭირდა.image


ანჯელინა ჯოლი- მსახიობის საშინელი სიგამხდრის მიზეზი დედის გარდაცვალება გახდა, რის გამოც ჯოლი დიდი ხნით იყო დეპრესიაში. მთელი სტრესის გამო ის მთლიანად ჩაეფლო სამუშაოში და ჯანმრთელობას ყურადღებას აღარ აქცევდა. ბრედ პიტის თქმით, არაერთხელ უნახავს, თუ როგორ მისდიოდა გული შიმშილისგან, მაგრამ მაინც ვერაფერს ჭამდა. დღეს ანჯელინა შედარებით უკეთეს ფორმაშია.image


ვიქტორია ბეკჰემი- დიზაინერს და ცნობილი დევიდ ბეკჰემის მეუღლეს ხშირად სდებენ ბრალს სიგამხდრის პროპაგანდაში. ამბობენ, რომ ვიქტორია მუდამ უკმაყოფილოა თავისი გარეგნობით და მუდამ დიეტაზეა.image


მერი კეით ოლსენი- 2008 წელს მსახიობმა აღიარა, რომ მუდმივმა ყურადღებამ და კრიტიკამ მის ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა. იმისათვის, რომ ამ სიგამხდრისთვის ემკურნალა, კლინიკაშიც კი დაწვა.image


კირა ნაითლი- მსახიობის სიგამხდრეს ხშირად უკავშირებდნენ დიეტებს და ვარჯიშებს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი სიგამხდრე მემკვიდრეობითია, მისი მამა, უილ ნაითლიც ძალიან გამხდარია.image


მილა კუნისი- მსახიობი ცნობილი ფილმის “შავი გედი" გადაღებების გამო ძალიან გახდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გადაღებების დასრულების შემდეგ 12 კილოთი მოიმატა.image












0
557
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0