x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
აი რა დაემართება თქვენს სხეულს, თუკი მხოლოდ სწრაფი კვების კერძებს მიირთმევთ

image
დღეს თითქოს ყველაფერი სწრაფი კვების გარშემო ტრიალებს. დროის და თანხის ნაკლებობა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ სწრაფი კვების ობიექტები ყველაზე წარმატებულები არიან ბაზარზე. იცით რა დაემართება თქვენს სხეულს, თუკი ყოველ დღე მხოლოდ სწრაფი კვების კერძებს მიირთმევთ?


ზეტმეტი კილოგრამები- სწრაფი ნახშირწყლები, რომლებსაც თითქმის ყველა სწრაფი კვების პროდუქტში იპოვით, განაპირობებს წონის მატებას.image


მუდმივი დაღლილობა- იმისათვის, რომ გაერკვიათ სწრაფი კვების ზემოქმედება საერთო შეგრძნებებზე, ჩაატარეს კვლევა. ექსპერიმენტის დროს გოგონა მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ სწრაფ კვებას მოიხმარდა. შედეგად, მისი კონცენტრაციის დონე მუდმივად ეცემოდა, დაღლილობა არ ეშვებოდა კარგად გამოძინების შემდეგაც კი. ძილიანობას იწვევს გარკვეული ტიპის ამინომჟავა, რომელსაც ეწოდება ტრიპტოფანი. ნახშირწყლების ჭარბი რაოდენობის გამო, ეს ამინომჟავა უფრო სწრაფად ხვდება ტვინში, თუ საჭმელს სწრაფად მიირთმევთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ უსარგებლო საკვებს მიირთმევთ, მით უფრო სწრაფად იღლებით.image


ქოლესტერინის მომატება- The American Heart Association ის ცნობით, საკვებში არსებობს ორი სახის ცხიმი, ცხოველური და ხელოვნური. უკანასკნელი, წარმოების სახით იქმნება, ე. წ. ტრანს-ცხიმები, რომლებსაც უმეტეს სწრაფ კვების ობიექტებში იყენებენ. ტრანს ცხიმები ზრდის ქოლესტერინის დონეს, რაც ზრდის გულის დაავადებების და ინსულტის რისკს.image


არაჯანსაღი კანი- სწრაფი კვება სისხლში ზედმეტ გლუკოზას გამოჰყოფს, უმეტეს შემთხვევაში ესაა აკნეს გამომწვევი მიზეზი. image


მუდმივი შეშუპება- ჰამბურგერები, ნაგეთსები, უბრალო კარტოფილი ფრი უბრალოდ გადავსებულია ნატრიუმით, ესაა მათი მომზადების პრინციპი. ნატრიუმი ორგანიზმში წყლის შენარჩუნებას ემსახურება. თუ გული სწორად მუშაობს, დროთა განმავლობაში ეს წყალი გაქრება. მაგრამ თუ ოდნავი პრობლემაც კი არის, გექნებათ ქრონიკული შეშუპება, რომელიც სავსეა თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემებით.image


დეპრესიისადმი მიდრეკილება- ერთ-ერთი ექსპერიმენტის მიხედვით, მონაწილე მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ სწრაფი კვების ობიექტებში იკვებებოდა. შედეგად მისი ხასიათი დღეში რამდენჯერმე იცვლებოდა, რაც გაღიზიანებას და მოუთმენლობას იწვევდა. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სწრაფ კვებას მოიხმარენ, 51% ით უფრო არიან მიდრეკილი დეპრესიისკენ.image


სიმსივნის განვითარება- სწრაფი კვება შეიცავს ტოქსიკურ ქიმიკატებს, რომლებიც ფტალატების სახელით არის ცნობილი და რომლებიც სამრეწველო ქიმიკატების კლასში შედის. სწორედ ეს უწყობს ხელს სიმსივნის ჩამოყალიბებას.image


დამოკიდებულება- მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სწრაფი კვება დამოკიდებულებას იწვევს. ისინი განსაკუთრებით საშიშია რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის, რომლებსაც სიმსუქნე, გულის დაავადება და კვების დარღვევები აღენიშნებათ.image

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0