x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
სხვადასხვა დროის 10 ყველაზე ცნობილი ,,წვეროსანი ქალი"

image
დაახლოებით 100 წლის წინ საკმაოდ პოპულარული იყო არასტანდარტული გარეგნობის ადამიანების გამოყენება შოუს დასადგამად/ ე. წ. “ფრიკების შოუ" დღესაც საკმაოდ პოპულარულია. დღეს წარმოგიდგენთ ბოლო 500 წლის მანძილზე ყველაზე პოპულარულ ქალებს “ზედმეტი თმით", რომლებიც სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ.


ხულია პასტრანა- ხულია პასტრანას ისტორია შოუბიზნესის ისტორიაში ბოროტად გამოყენების და დეჰუმანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და გულისამაჩუყებელი ამბავია. 1834 წელს მექსიკაში დაბადებულ ხულიას ეძახდნენ "მაიმუნ ქალს", "დათვ ქალს", "ბაბუინ ქალს" ან "ყველაზე მახინჯ ქალს მსოფლიოში" მის უჩვეულოდ თმიანი სახისა და სხეულის გამო. გარდაცვალებამდე მას დიაგნოზად დაუსვეს ჰიპერტრიქოზი, სწორედ ამის გამო ჰქონდა უხვად თმა, ხოლო ღრძილების ჰიპერპლაზიის გამო ჰქონდა ტუჩები და კბილები ასე წინ წამოწეული.

პასტრანა წარმოუდგენლად ჭკვიანი და წარმატებული ქალი იყო. ლაპარაკობდა სამ ენაზე და ასევე იცოდა ცეკვა და სიმღერა, მათ შორის საოპერო სიმღერებიც. ბავშვობაში გოგონა სინალოას გამგებელმა მექსიკის ბავშვთა სახლიდან აიყვანა, რის შემდეგაც გოგონა ნიუ-იორკში გადაიყვანეს. ძალიან მალე პირადი მენეჯერიც მიუჩინეს და შემდეგი რამდენიმე წელიწადი ძალიან პოპულარულიც იყო.image


ჟოზეფინა კლოუფულია- ჟოზეფინა ბოიდეკინი დაიბადა შვეიცარიაში 1831 წელს, დაბადებიდანვე პატარა გამოირჩეოდა ბევრი თმით მთელს სხეულზე, 2 წლის ასაკში კი წვერიც ჰქონდა. მშობლებმა მალევე გააგზავნეს სკოლა-პანსიონატსი, სადაც განათლება მიიღო. ჯოზეფინამ სკოლის დასრულების შემდეგ დაიწყო საჯაროდ დემონსტრირება თავისი "თავისებურებისა" და მისი პირველი აგენტი მამა გახდა. მალევე მან გაიცნო ძალიან წვერიანი კაცი, სახელად ფორჩუნ კლოფულია და იქორწინეს კიდეც. შედეგად ქალი მალე გახდა დედა. პრველი შვილი დაეღუპა, მეორე ვაჟი კი ისეთივე თმიანი დაიბადა, როგორიც მისი მშობლები იყვნენ. გარკვეული დროის შემდეგ ჟოზეფინა თავის შვილთან ერთად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა შოუებში, ცნობილი კი მასინ გახდა, როდესაც თაღლითობაში დასდეს ბრალი. ხალხს მართლა ეგონა, რომ ის ქალად გადაცმული კაცი იყო. ჟოზეფინას უდანასაულობა სამმა ექიმმა დაადასტურა.image


ჰელენა ანტონია- დღეს ძალიან მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი 1500-იან წლებში დაბადებული წვერიანი ქალბატონის ჰელენა ანტონიას შესახებ, მაგრამ მისი სტატუსი და მისი როლი წმინდა რომის იმპერატორის მარია ესპანელის კარზე
ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჰელენა წვერიანი ჯუჯა იყო, რომელსაც იმდენად აფასებდნენ, რომ მას სამეფო კარის წევრადაც მოიხსენიებდნენ. ხშირი წვერის მოიხედავად, პორტრეტებიდან ჩანს, რომ ქალის სამოსს ატარებდა, და როგორი სტატუსიც არ უნდა ჰქონოდა სამეფო კარზე, ფაქტია, რომ ის ისტორიაშია შესული.image


ენი ჯონსი- ენი ჯონსი დაიბადა 1865 წელს შეერთებულ შტატებში. გოგონას წვერმა ჯერ კიდევ საშვილოსნოში დაიწყო ჩამოყალიბება და დაბადებისთანავე კარგად ეტყობოდა. 1 წლის ასაკში ის უკვე “ფრიკების შოუში" გამოდიოდა, სანაცვლოდ კი მისი დედა 150 დოლარს იღებდა კვირაში, რაც იმ დროისთვის დიდი თანხა იყო. მალევე ისინი ნიუ იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად. წლების განმავლობასი ენი პორფესიონალ “ფრიკად" იქცა და ხაზსაც უსვამდა საკუთარ გარეგნობას. მან 1.8 მეტრი სიგრძის თმაც გაიზარდა. ენი ორჯერ იყო დაოჯახებული და 37 წლოის ასაკში გარდაიცვალა. image


კლემენტინა დელეიტი- დელეიტი წარმოშობით ფრანგი იყო და საკმაოდ წარმატებულიც გახდა თავისი გარეგნობის წყალობით. კლემენტინა მცხობელზე იყო დაქორწინებული და კაფეს და საცხობს მართავდა. თავდაპირველად ქალმა წვერი მოიპარსა, მაგრამ როდესაც კიდევ ერთი ქალი დაინახა მსგავსი თავისებურებით, ქმარი დაითანხმა, რომ გარეგნობას აღარ შეიცვლიდა. ფაქტობრივად, სწორედ კლემენტინას გამო გახდა ის კაფე და საცხობი პოპულარული, ხალხი ხომ სპეციალურად მის სანახავად დადიოდა იქ. 1904 წელს კლემენტინამ მთავრობისგან მიიღო ნებართვა, რომ ხანდაან მამაკაცის სამოსი ჩაეცვა. იგი ერტგული ცოლი და აყვანილი შვილის კარგი დედა იყო.image


ჯეინ ბარნელი- ჯეინ ბარნელმა პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც 1932 წელს ფილმში Freaks– ში წვერიანი ქალი ითამაშა. აი ბავშვობა კი არც თუ ისე სახარბიელო ჰქონდა. დედამ გოგონა ცირკში გაყიდა ოთხი წლის ასაკში, როდესაც მამა მივლინებაში წავიდა. ცირკი მალე გაემგზავრა ევროპაში, მაგრამ ჯეინი ავადმყოფობდა და ამის გამო გერმანიის ბავშვთა სახლში გაგზავნეს. საბედნიეროდ მამამ მისი პოვნა შეძლო და თავშესაფრიდან წამოიყვანა. უკვე ზრდასრულმა ჯეინმა წარმატებით განაგრძლო თავისი კარიერა. სცენაზე გამოდიოდა ფსევდონიმით “ლედი ოლგა" ან “მადამ ოლგა" ..ლედი ოლგა როდერიკი". ქალი რამდენჯერმეიყო გათხოვილი და 2 შვილიც შეეძინა.image


ვივიან უილერი- ვივიან უილერი 1948 წელს დაიბადა. ამ სიაში მყოფი სხვა ქალებისგან განსხვავებით, ვივიანი ინტერსექსუალად დაიბადა და სასქესო ორგანოებზე ოპერაციის შედეგად გახდა ქალი. დედას ვივიანი ძალიან უყვარდა, აი მამას კი მხოლოდ ფული ადარდებდა. უკვე 5 წლის ასაკში გოგონას ფრიკების შოუში ათამაშებდნენ. გასტროლების დროს გოგონას სხვა მოხუცი, წვერიანი ქალები უვლიდნენ, სახლში დაბრუნების შემდეგ კი წვერის გაპარსვას აიძულებდნენ. image


ჰარნაამ კაური- ქალი დღეს ინსტაგრამის ვარსკვლავია და მრავალი გულშემატკივარიც ჰყავს. წვერი კი პოლიკისტოზური სინდრომის გამო აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან პოზიტიური ადამიანია და შეიძლება ამიტომაც ჰყავს ამდენი თაყვანისმცემელი. როგორც წესი, ქალს ხსირად აცვია ფერადი ტანსაცმელი და ამშვენებს ლილისფერი ტუჩის საცხი, რაც მისი სავიზიტო ბარათიც გახდა.image


ჯენიფერ მილერი- თანამედროვე წვერიანი ქალი, რომელსაც საკუთარი ცირკი და “ფრიკების შოუ" აქვს. მთელი ცხოვრების განმავლობასი ჯენიფერი არასტანდარტული სილამაზის პროპაგანდითა და ფემინიზმითაა გატაცებული. არის ასევე მწერალი, დრამატურგი და აქტივისტი.image


კორე ბობისუტი- არის ქალი, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, არის დედა და ცოლი. იუმორით იღებს მონაწილეობას წვერებიანი მამაკაცების შეჯიბრებებში და დაცინვებს არ უშინდება. ზედმეტი თმა კი ასევე პოლიკისტოზური სინდრომის გამო აქვს.image











0
144
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0