x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110371
  • ვიდეო:352052
  • სურათი:480650
დანარჩენები, არც აქეთ რომ ვართ და არც იქით, ისევ შიოლას მომლოდინე ფუფალებად დავრჩით -თეა გვასალია

image

"ესპანეთის გადამდგარ მეფეს, ხუან კარლოს პირველს, მობეზრდა აბუ დაბიში ჯდომა და 4 მილიონი ევრო გადაუხადა თავისი ქვეყნის საგადასახადოს, რომელიც მთლიანობაში 8 მილიონს ედავება. მაგრამ ამ თანხის სრულად დაფარვაც არ მისცემს მას თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას, რადგან ესპანეთის პროკურატურაში მის კიდევ ორ საქმეზე მიდის გამოძიება, ერთი ქრთამის აღებას ეხება, მეორე ოფშორებში გახსნილ ანგარიშებს.
ესპანეთშიც კი, რომელიც, ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად, ნამდვილად არაა ფისკალური უმწიკვლობის მაგალითი, მეფესაც კი არ შეარჩინეს ბიუჯეტის ფული. აქ ვერ ვეღირსეთ ოქროს შუალედს. ერთმა _ ნულოვანი ტოლერანტობაო და დამნაშავე იყო თუ უდანაშაულო, ყველას ციხეში უკრა თავი და ვისაც ჰქონდა, ხომ ფულად წაართვა და ვისაც არა, ექვსნულიანი ვალები ააღებინა ბანკებიდან თავისუფლების სანაცვლოდ. მეორემ _ კოჰაბიტაციაო და სამი კაცის მეტი, რომლებსაც სასათბურე პირობები შეუქმნა ციხეში და მოფერიანებულ - ნაპატიები გამოუშვა იქიდან, არავინ გაუსამართლებია, უსუსური პროკურატურის თუ გაურკვეველი ლობისტების ზეწოლის გამო ის წაგლეჯილი მილიონები ყველას შეარჩინა და ახია მათზე, ახლა იმ ფულებით დაფინანსებული მიტინგები რომ უტარდებათ ცხვირწინ.
დანარჩენები, არც აქეთ რომ ვართ და არც იქით, ისევ შიოლას მომლოდინე ფუფალებად დავრჩით და მესამე ძალის გამოჩენამდე ყვავების ხარშვა მოგვიწევს კარგად თავდახურულ ქვაბებში .
P.s. პოლიტიკურ დებატებს ნუ გამიმართავთ, არ აგყვებით"-წერს სოციალურ ქსელში 90-იანი წლების პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია.
image
1
149
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
149
  
თეა, ნუთუ ჩემს გულში იჯექით?))
0 1 1