x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ღუმელში გამომცხვარი ვაშლი ხაჭოთი
image


2 ულუფა;

25 წუთი;

პროდუქტები:


მსხვილი ვაშლები - 2 ცალი;

ცხიმგამოხდილი ხაჭო - 100 გრამი;

თაფლი - 2 ჩაის კოვზი;

სეზამი - 1 ჩაის კოვზი;

კარაქი - 1 ნაჭერი, 10 გრამი;



მომზადება:

გამდინარე წყალში გარეცხეთ ვაშლები. გადაჭერით ზედა რგოლები და კოვზის დახმარებით ამოასუფთავეთ, ამოაცალეთ მთლიანად შიგთავსი, ანუ რბილობი.

ამოავსეთ ვაშლები ხაჭოთი. თუ ხაჭო ზედმეტად მშრალია, შეგიძლიათ, ცოტა არაჟანი დაუმატოთ.

ხაჭოს ფენაზე დაადეთ თითო კოვზი თაფლი.მოაყარეთ ვაშლების შიგთავსს სეზამის მარცვლები.

ტაფას წაუსვით კარაქი და დადეთ ვაშლები.

გამოაცხვეთ გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.

ღუმელში გამომცხვარი ვაშლები ხაჭოთი მზადაა. შეგიძლიათ, საუზმეზე მიირთვათ გემრიელად.



0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0