x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ფრედი მერკურის თავაშვებული წვეულებების ფოტოქრონიკა: უნიკალური კადრები, რომლებიც ცოტას თუ უნახავს

image


ფრედი მერკური ჩვენს მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და საკულტო შემრულებელი, არამედ ადამიანი რომელმაც წვეულებებზე მოლხენა ისე იცოდა როგორც სხვა არავინ. მის მიერ გამართულ საღამოებზე მოხვედრა ყველას სურდა: ცნობილ სახეებს, ბიზნესმენებს და თვით პოლიტიკოსებსაც კი. თავად ელტონ ჯონმა, რომელიც წვეულებების მოწყობის ერთ - ერთ საუკეთესო ორგანიზატორად დღემდე ითვლება, ერთხელ ფრედიზე ასეთი რამ თქვა: "ის ჩემზე კიდევ უფრო დიდი "ტუსოვშიკი" იყო, და ეს ბევრს ამბობს!"


image


საოცარი ხმის ტემბრის მქონე, უდიდესს როკ - მომღერალს მოლხენა და დროსტარება არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ცხოვრებაშიც არანაკლებ შეეძლო. მისი ფეთქებადი ქარიზმა მილიონობით თაყვანისმცემლის მზერას მაგნიტივით იზიდავდა.


imageimage


ის აწყობდა ისეთ "ფართებს", რომლებიც არა მხოლოდ ერთი საღამო, არამედ მთელი უიკენდი ან მეტიც, კვირებიც კი გრძელდებოდა. სექსი, ნარკოტიკი და როკ - ენროლი, ეს იყო ის მინიმუმი, რასაც ადგილი როგორც წესი, ამ დახურულ წვეულებებზე ჰქონდა. საღამოს სტუმრებს შორის კი, თავისუფლად შეხვდებოდით - დევიდ ბოუის, მიკ ჯაგერს, კით რიჩარდსს და კიდევ სხვა ბევრ ცნობილ მსოფლიო დონის ვარსკვლავს. წარმოგიდგენთ უნიკალურ რეტრო ფოტოებს, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ერთობოდა ლეგენდარული მუსიკოსი და ყველასთვის საყვარელი როკ - ჯგუფის "Queen"-ის ვოკალისტი ფრედი მერკური მეგობრების წრეში ამ დახურულ წვეულებებზე.


imageimageimageimageimageimage





0
1109
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1109