x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110402
  • ვიდეო:352075
  • სურათი:480692
ბრიტანელმა ქალმა 22-ჯერ იმშობიარა 32 წელიწადში

imageსაერთო ჯამში, სიუ რედფორდი თავისი ცხოვრების მანძილზე 16 წელზე მეტი ორსულად იყო. ქალის ყველაზე უმცროსი ქალიშვილი ამა წლის აპრილში 1 წლის გახდება.



ბრიტანელ სუ და ნოელ რედფორდს 1989 წლიდან მოყოლებული 11 ქალიშვილი და 11 ვაჟი ეყოლათ. Channel 5-ზე ახლახანს გამოვიდა ფილმი მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ.

image


22-ე შვილი, რომელსაც ჰეიდი დაარქვეს, სუმ გასული წლის აპრილში გააჩინა.

ამჟამად ოჯახი ყოფილ მოხუცთა სახლში ცხოვრობს . სამი შვილი უკვე ზრდასრულია და შეუძლიათ დამოუკიდებლად იცხოვრონ, მიუხედავად ამისა სახლში მაინც არ არის საკმარისი ადგილი.

image

ოჯახის უფროსს აქვს საკუთარი საკონდიტრო მაღაზია, რომელიც პანდემიის გამო დროებით დაიხურა და ახლა იძულებულია ონლიან იმუშაოს.


სიუ უვლის სახლს, რაც არც ისე ადვილია. იგი დღეში რამდენჯერმე ალაგებს ბინას, სარეცხისთვის მან იყიდა სამრეწველო სარეცხი მანქანა, რომლის დატვირთვაც 18 კილოგრამი თეთრეულია.

image

რედფორდები ყოველდღე სვამენ შვიდ ლიტრზე მეტ რძეს და ჭამენ ოთხ კილოგრამ პურს. კვირაში სჭირდებათ სამი ტუბი კბილის პასტა და 24 გრაგნილი ტუალეტის ქაღალდი.

image

ამავე დროს, მშობლები, რომლებსაც უკვე შვილიშვილებიც ჰყავთ, არ უჩივიან თავიანთ ცხოვრებას.

"ბავშვები, -ეს ჩვენი სიმდიდრეა.მას ფულით ვერასდროს იყიდი", - თქვა ოჯახის უფროსმა.

image

0
125
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0