x
image
ირინა მ.
ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან
image


უკვე მრავალი ათეული წელია, ჟერარ დეპარდიე მსოფლიო კინოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ, საყვარელ და მოთხოვნად მსახიობად ითვლება. დეპარტიეს ეკრანებზე გამოჩენა ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა კლასიკური "კრასავჩიკები" უკვე მობეზრებული იყო, და სურათების თემატიკა შესაბამისი ტიპის მსახიობებს მოითხოვდა. დეპარდიე, მიუხედავად იმისა, რომ შორს იყო სილამაზის ყველა კანონისგან, ეკრანზე ყოველთვის სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა. ცხოვრებაშიც აქამდე ლაველასად ითვლება. მსახიობის ერთ-ერთი ცოლი, კეროლ ბუკე, მოსკოველ ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ჟერარს ძალიან უყვარს ჭამა, და ეს მისი ერთადერთი ნაკლი იყო. თვითონ მსახიობს ბევრჯერ უღიარებია, რომ ხშირად უყვარდება, და რომ მას ოცი შვილი ჰყავს ათი სხვადასხვა ქალისგან. უბრალოდ ზოგიერთი ქალისგან თავი ფულის გადახდით დააღწია. ამავე დროს ჟერარი პრაქტიკულად ყველა ქალს ლამაზად თვლის, და მადლობელია მათი, რომ აძლევენ საშუალებას დარჩეს მამაკაცად და იმუშაოს ბევრი, რათა ყველა ქალი უზრუნველყოფილი ჰყავდეს.

image

image

image


image

პირველი მეუღლე, ელიზაბეთ გინიო, დეპარდიეზე რვა წლით უფროსი იყო. მათი ქორწინება ოფიციალურად 26 წელი გაგრძელდა, თუმცა წყვილი უფრო ადრე დაშორდა. მან ჟერარს ორი შვილი გაუჩინა, ვაჟიშვილი გიიომი და ქალიშვილი ჟიული. დეპარდიე არ იყო სამაგალითო მეუღლე. უკანონო შვილების უმეტესობა ქვეყანას სწორედ მეუღლეების ერთობლივი ცხოვრების პერიოდში მოევლინა, მაგრამ მორიდებული ელიზაბეთი ყველაფერს ითმენდა, მაშინაც კი როცა 1992 წელს, მისმა მეუღლემ ოფიციალურად აღიარა ქალიშვილი როქსანა, მოდელ კარინ სილასაგან.

image

image

კარინ სილასთან ჟერარს რომანი ჰქონდა 90-იანი წლების დასაწყისში. სენეგალელ მოდელს იმედი ჰქონდა, რომ მისი ფეხმძიმობის შეტყობისთანავე მსახიობი კანონიერ ცოლს გაეყრებოდა. მაგრამ როქსანას დაბადების შემდეგ დეპარდიე საყვარელს დაშორდა, კარინმა კი თავის ძველ თაყვანისმცემელს, ვენსან პერეს დაუბრუნდა, რომელმაც მისი გოგონა იშვილა კიდეც. გავიდა მრავალი წელი და თავისი ვაჟის, გიიომის სიკვდილის შემდეგ დეპარდიემ როქსანასთან შეხვედრა მოინდომა. კარინ სილა არ იყო წინააღმდეგი მამისა და შვილის ურთიერთობის, მას ხელი არ შეუშლია, და ახლა ჟერარსა და როქსანას ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ.

image

image

image

ის, რაც ვერ შესძლო კარინ სილამ, გააკეთა კეროლ ბუკემ-მან დეპარდიე ცოლისგან წამოიყვანა (სიმართლე რომ ითქვას, ქორწინება უკვე ფორმალური იყო), თუმცა მეორედ მსახიობი უკვე აღარ დაქორწინებულა. დეპარდიე და ბუკე ერთად 1996 წლიდან 2005 წლამდე იყვნენ. ბუკე მასზე 9 წლით უმცროსია. იგი ძნელად ეგუებოდა ქმრის ღალატებს, განსაკუთრებით როცა გაიგო, რომ მას უკანონო შვილები ჰყავდა. ახლობლების მხრივ კეროლს არ გაუმართლა: დედამ იგი ბავშვობაში მიატოვა; პირველი ქმარი, პროდიუსერი ჟან-პიერ რასამი, ნარკომანი იყო; დეპარდიე კი მექალთანე. საბოლოოდ ისინი 2005 წელს დაშორდნენ. ერთი წლის შემდეგ ჟერარმა თავისი ღვინის პრეზენტაცა გააკეთა და "კეროლ ბუკე" დაარქვა.

image

image

image

კეროლ ბუკესთან დაშორების შემდეგ იგი მწერალ, კლემენტინ იგომ გაიტაცა. მათ 2005 წელს გაიცნეს ერთმანეთი და კლემენტინი დღემდე დეპარდიეს ოფიციალურ პარტნიორად ითვლება.

image

image

კლემენტინმა დახუჭა თვალი იმაზე, როცა 2006 წელს აღმოჩნდა, რომ ჟერარს შვილი ჰყავს მსახიობ ელენ ბიზოსგან. ელენს არ ჰქონდა პრეტენზია ქორწინებაზე, მაგრამ სურდა, რომ მის შვილს დეპარდიეს გვარი ჰქონოდა. მიაღწია კიდეც.

image

2013 წელს დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და მალე გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ფრანგ მსახიობს თავისი 21 წლის თარჯიმანი, ანა პოტაპენკო შეუყვარდა და პროექტზე "ზაიცევ+1" მუშაობის შემდეგ, ისინი ნიცაში გაემგზავრნენ. თვითონ ანა ჟერარზე ასე ჰყვება: "ჩვენ ერთმანეთი გროზნოში გავიცანით, ფილმის "ფირუზი" გადაღებებზე. მე მეორეხარისხოვანი როლი მქონდა. შემდეგ ჟერარმა შემომთავაზა მისი ასისტენტ-თარჯიმანი ვყოფილიყავი სერიალ "ზაიცევ+1" გადაღებების დროს. ის სულით ნამდვილი ბავშვია! მასთან ძალიან საინტერესოა, ჩვენ საათობით შეგვიძლია ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ!

ბევრი ცნობილი ქალბატონი აღიარებს, რომ დეპარდიეს მამაკაცური ხიბლის ზემოქმედების ქვეშ არიან.

კატრინ დენევი, მსახიობის მეგობარი და ბევრ ფილმში მისი პარტნიორი: "ძლიერი მხრები, მხარზე ვარსკვლავი (ტატუ), ბადრიჯნისმაგვარი ცხვირი, გაუბედავი და ამავე დროს მგზნებარე თვალები. რა თქმა უნდა, ის არ არის ლამაზი, მაგრამ მასში ნამდვილი მამაკაცის ძალა და ხიბლი იგრძნობა".

image

შერონ სტოუნი ჭკუიდან გადაჰყავს დეპარდიეს: "ვერ წარმოვიდგენ უფრო სექსუალურ მამაკაცს. ო, ეს უხეში, სოფლური სტილი... კი, მე მინდა მასთან ერთად ფილმში გადაღება, არა, მე მინდა მასთან ყველაფერი-სხვადასხვა!"

image

დეპარდიეს მოულოდნელ რომანებს შორის არის მოკლევადიანი კავშირი ვუპი გოლდბერგთან. ჟერარი მასზე ასე ამბობს: "მე იშვიათად შემხვედრია ვუპისნაირი კოლორიტული ქალი. უხეში ქალის მიღმა მგრძნობიარე ნატურა იმალება".

image

მსახიობის გამონათქვამები თავის თავზე:

"მე არასოდეს ვიყავი დამჯერი ბიჭი და დამყოლი მამაკაცი. კი, მე გამომდის კინოში გადაღება, უყვარვარ რეჟისორებს და მაყურებლებს. როგორ შემიძლია ვაჩვენო ჩემი ხასიათი? დიახ, მე არ ვმალავ, რომ ხშირად ვყოფილვარ ნაძირალა, ჩემს გამო ბევრ რეჟისორს გადაუდია გადაღება. მე დიდ თანხებს მიხდიან."

"მე მიმზიდველი ნაძირალა ვარ. კი, ხანდახან თავს ზედმეტის უფლებას ვაძლევ. მაგალითად, თვითმფრინავის სალონში მოშარდვა. მაგრამ თუ ადამიანს ტუალეტში უნდა, ვის შეუძლია ეს აუკრძალოს? სტიუარდესა თვითონაა დამნაშავე, გასვლა რომ ამიკრძალა, არა აქვს მნიშვნელობა, თვითმფრინავის აფრენის თუ დაშვების დროს. ნებისმიერ ადამიანს აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება...განსაკუთრებით თუ იგი ნასვამია".

"მთელი ცხოვრების მანძილზე 300 კგ. დავიკელი და ამდენივე მოვიმატე. მე საერთოდ არ მესმის, რა საჭიროა გახდომა, თუ ადამიანს არ უნდა? ჩემი ქალები გიჟდებოდნენ ჩემს წონაზე. ეს საშინელება იყო. კეროლი გამუდმებით მეჩხუბებოდა, საკვებს მიმალავდა, ყიდულობდა ჩემთვის დაბალკალორიულ იოგურტებს, ცდილობდა მაცივარზე კლიტის დადებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. და ეს მშვენიერი ამერიკელი, შერონ სტოუნი, გამუდმებით რესტორნებში დამატარებდა, სადაც წესიერად ვერც კი შეჭამ, სამაგიეროდ დიდ თანხას დატოვებ. არ შეიძლება ადამიანის წვალება. როცა მოვინდომებ, არ ვჭამ პურს და ვიკვებები მხოლოდ ბოსტნეულით, მჭლე ხორცით. მაგრამ ასე დიდხანს ვერ ვძლებ. მიყვარს კარგი ჭამა-სმა".

"მე მადლობელი ვარ ელიზაბეთის. მე არ ვიყავი გაყრის ინიციატორი, ასე აეწყო. მე ხომ მამაკაცი ვარ. შეიძლება გატაცებები მქონდეს. მაგრამ ეს ჩაივლის. ჩემი საყვარელი ქალები კი, ელიზაბეთი, კეროლი, ძალიან ეჭვიანები არიან. ეს მათი ერთადერთი ნაკლია. მე მიყვარდა ისინი, მაგრამ ეჭვიანობამ ყველაფერი დაანგრია".

"ფინანსურად ყოველთვის ვუზრუნველყოფდი ჩემს ყველა ქალს. ამიტომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მე ყოველთვის დავეხმარები, ვურჩევ. ხანდახან ვხვდებით ერთმანეთს და დროს ვატარებთ. ეს ნორმალურია".

image




იხილეთ შემდეგი:




ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს (რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა), ისევ წაუყენეს სექსუალური ძალადობის ბრალდება

image


რა სამკაულებით მივიდა ელიზაბეთ ტეილორი როტშილდების ბალ-მასკარადზე და რა კავშირი აქვს მას რომანოვების ძვირფასეულობასთან

image


ცნობილთა ქორწილების ფოტოები

image


62 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის ემა კროკდალზე დაქორწინდა

image


ნახეთ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" რომელი მსახიობები დაწყვილდნენ და შვილი შეეძინათ

image


ამ ქალბატონებს ნამდვილად დაავიწყდათ, რა არის სიბერე

image


სხეულის რომელი ნაწილები აქვთ დაზღვეული ცნობილ სახეებს

image







0
3321
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
3321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0