კინო საბჭოთა სერიალები, რომლის ჩვენების დროს, ქუჩები და ეზოები ცარიელდებოდა 2 მარტი, 10:01 დღეს, მაღალი ტექნოლოგიების და ინტერნეტის საუკუნეში, ნებისმიერი ფილმის, თუ სერიალის ყურება ნებისმიერ დროს შეიძლება... აი, სსრ კავშირში კი და არა მარტო ამ ქვეყანაში, ზოგადად, გასულ საუკუნეში, ფილმის ნახვა მხოლოდ ტელევიზორში და კინოთეატრში შეიძლებოდა და თან, განსაზღვრულ დროს. ამიტომ, ადამიანები სახლში მისვლას ჩქარობდნენ, რომ მათთვის საინტერესო ფილმები ან გადაცემები ენახათ. ხოლო, როდესაც ტელევიზიით უკვე გასული ფილმის გაგრძელებას აჩვენებდნენ, ეზოები ცარიელდებოდა... აქ სწორედ, იმ დროის, ყველაზე პოპულარულ სერიალებს წარმოგიდგენთ: «თორმეტი სკამი» (1971 და 1976)
ეს საკულტო კომედია, ცნობილი საბჭოთა რეჟისორის და სცენარისტის ერთ–ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ფილმი 1971 წელს ილ. ილფის და ევ. პეტროვის რომანის მიხედვით გადაიღეს და ის 2 ნაწილისგან შედგება. საბჭოთა ეკრანებზე ფილმს, გამოსვლის შემდეგ, წარმოუდგენელი წარმატება ჰქონდა და მაშინვე ლიდერის პოზიციებზე აღმოჩნდა.
ასეთი შედეგის შემდეგ, უკვე 1976 წ. რეჟისორმა და სცენარის ავტორმა მარკ ზახაროვმა, იგივე რომანის მეორე ეკრანიზაცია განახორციელა და ეკრანებზე, იგივე სახელით, უკვე 4 სერიანი ფილმი გამოვიდა. საერთო ჯამში კი, თუ მხედველობაში უცხოეთში განხორციელებულ პროექტებსაც გავითვალისწინებთ, ეს ცნობილი რომანის, უკვე მეთხუთმეტე ეკრანიზაცია იყო. იმაზე კამათი, თუ რომელი ვერსია უფრო კარგი და საინტერესოა — უაზროა, რადგან თითოეულ მათგანს საკუთარი პლიუსები აქვს. ამ ფილმებს, ყველაფერთან ერთად, მსგავსი სამსახიობო შემადგენლობაც კი აქვს, — 10 მსახიობმა როლი ორივე ეკრანიზაციაში შეასრულა. გარდა ამისა, ორივე ფილმს, დემონსტრირების დროს, თითქმის თანაბარი რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა. «შეხვედრის ადგილი უცვლელია» (1979)
«გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება» (1973)
სერიალი ხალხს პირველივე ჩვენებისას მოეწონა. შედეგად, ის ტელეეთერში 2 თვის შემდეგ გაიმეორეს და მაყურებლის რიცხვი არანაკლები იყო, პირიქით, გაიზარდა კიდეც. 531 8-ს მოსწონს
|