x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საბჭოთა სერიალები, რომლის ჩვენების დროს, ქუჩები და ეზოები ცარიელდებოდა

დღეს, მაღალი ტექნოლოგიების და ინტერნეტის საუკუნეში, ნებისმიერი ფილმის, თუ სერიალის ყურება ნებისმიერ დროს შეიძლება... აი, სსრ კავშირში კი და არა მარტო ამ ქვეყანაში, ზოგადად, გასულ საუკუნეში, ფილმის ნახვა მხოლოდ ტელევიზორში და კინოთეატრში შეიძლებოდა და თან, განსაზღვრულ დროს. ამიტომ, ადამიანები სახლში მისვლას ჩქარობდნენ, რომ მათთვის საინტერესო ფილმები ან გადაცემები ენახათ. ხოლო, როდესაც ტელევიზიით უკვე გასული ფილმის გაგრძელებას აჩვენებდნენ, ეზოები ცარიელდებოდა... აქ სწორედ, იმ დროის, ყველაზე პოპულარულ სერიალებს წარმოგიდგენთ:


«თორმეტი სკამი» (1971 და 1976)


image«თორმეტი სკამი» 1971 წ. (რეჟ. ლეონიდ გაიდაი)


ეს საკულტო კომედია, ცნობილი საბჭოთა რეჟისორის და სცენარისტის ერთ–ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ფილმი 1971 წელს ილ. ილფის და ევ. პეტროვის რომანის მიხედვით გადაიღეს და ის 2 ნაწილისგან შედგება. საბჭოთა ეკრანებზე ფილმს, გამოსვლის შემდეგ, წარმოუდგენელი წარმატება ჰქონდა და მაშინვე ლიდერის პოზიციებზე აღმოჩნდა.


image «თორმეტი სკამი» 1976 წ. (რეჟ. მარკ ზახაროვი)


ასეთი შედეგის შემდეგ, უკვე 1976 წ. რეჟისორმა და სცენარის ავტორმა მარკ ზახაროვმა, იგივე რომანის მეორე ეკრანიზაცია განახორციელა და ეკრანებზე, იგივე სახელით, უკვე 4 სერიანი ფილმი გამოვიდა. საერთო ჯამში კი, თუ მხედველობაში უცხოეთში განხორციელებულ პროექტებსაც გავითვალისწინებთ, ეს ცნობილი რომანის, უკვე მეთხუთმეტე ეკრანიზაცია იყო.

იმაზე კამათი, თუ რომელი ვერსია უფრო კარგი და საინტერესოა — უაზროა, რადგან თითოეულ მათგანს საკუთარი პლიუსები აქვს. ამ ფილმებს, ყველაფერთან ერთად, მსგავსი სამსახიობო შემადგენლობაც კი აქვს, — 10 მსახიობმა როლი ორივე ეკრანიზაციაში შეასრულა. გარდა ამისა, ორივე ფილმს, დემონსტრირების დროს, თითქმის თანაბარი რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა.


«შეხვედრის ადგილი უცვლელია» (1979)


image«შეხვედრის ადგილი უცვლელია» (რეჟ. სტანისლავ გავარუხინი)


მაყურებლის რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს 5 სერიანი დეტექტიური ჟანრის ფილმი, საბჭოთა კავშირში ყველაზრე რეიტინგული იყო. საინტერესო არის ისიც, რომ ფილმს, ეკრენებზე გამოსვლის შემდეგ, არცერთი პრიზი, ან ჯილდო არ მიუღია. თუმცა, ამას მაყურებლის მისადმი დამოკიდებულებაზე არ უმოქმედია... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გენიალურ ვ. ვისოცკის, ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის, სახელმწიფო პრემია, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გადაეცა.


«გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება» (1973)



image «გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება» (რეჟ. ტატიანა ლიოზონოვა)


საომარი თემატიკის 12 სერიანი ფილმი გადაღებულია იულიან სემიონოვის ამავე დასახელების რომანის მიხედვით. ფილმის სიუჟეტის საფუძველს საბჭოთა მზვერავის ისტორია უდევს, რომელიც ნაცისტური გერმანიის ხელესუფლების უმაღლეს ეშელონში იყო ჩანერგილი.

სერიალი ხალხს პირველივე ჩვენებისას მოეწონა. შედეგად, ის ტელეეთერში 2 თვის შემდეგ გაიმეორეს და მაყურებლის რიცხვი არანაკლები იყო, პირიქით, გაიზარდა კიდეც.

imageimageimageimageimageimageimage







2
930
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
930
  
2021, 28 მარტი, 17:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 3 მარტი, 5:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2