x
image
მაია 24
27 თებერვლის სავსემთვარეობის პროგნოზი: "ეს იქნება შედეგის მიღების, რაღაცის დასრულების პერიოდი" - ვის რა ელოდება

image


27 თებერვალს სავსემთვარეობა გველოდება ქალწულის ზოდიაქოში. ეს იქნება შედეგის მიღების, რაღაცის დასრულების პერიოდი. გააჩნია, რომელი სფეროები იქნება თქვენთვის აქტუალური. პროგნოზს გაეცანით თქვენი ასცენდენტის, მზისა და მთვარის ნიშნის მიხედვით.


ვერძი


ყოველდღიური, რუტინული საქმეები გახდება აქტუალური. ანუ, თუ სამსახურის მიღება გსურდათ, მიიღებთ, მაგრამ თუ გათავისუფლებაზე გქონდათ განცხადება დაწერილი, გათავისუფლდებით. შეიძლება დაემშვიდობოთ კლიენტს ან თანამშრომელს, ვისთანაც დიდხნიანი კონტაქტი გაკავშირებდათ. დასრულდება რეაბილიტაციის, პროცედურების პერიოდი და გამოჯანმრთელდებით. ზოგიერთმა შეიძლება თავისი შინაური ცხოველები გაასხვისოს.


კურო


გაირკვევა თქვენი შვებულების თემა: სად, როდის და ვისთან ერთად დაისვენებთ. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ რომანტიკული ურთიერთობა ადამიანთან, ვისთანაც ხვდებით, რომ მომავალში საერთო აღარ გაქვთ. დაასრულებთ შემოქმედებით პროექტს, რომელზეც აქამდე მუშაობდით. იყავით დაკვირვებული ბავშვებთან, მათ სწავლა-განათლებასთან. გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთი კურო ან მშობელი გახდეთ, ან გაიგოთ, რომ მალე გახდებით.


ტყუპი


სავსემთვარეობა გამოკვეთს საოჯახო-საბინაო საკითხებს. დაასრულებთ რემონტს. შეაკეთებთ გაფუჭებულ ნივთებს. შეიძლება შეიძინოთ ის ნივთები, რაზეც ოცნებობდით. ზოგი კი, შეიცვლის მისამართს და გადავა თავის ბინაში. შეიძლება ან თქვენ გადახვიდეთ ვინმესთან საცხოვრებლად, განსაკუთრებით შეყვარებულებს ეხება ეს ან თუ ერთად ცხოვრობდით, ჩაალაგოთ პირადი ნივთები და მშობლიურ სახლში დაბრუნდეთ. შეძლებთ უძრავი ქონების ყიდვას ან გაყიდვას. მოინახულებთ მშობლიურ ადგილებს. შეიძლება პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხე ან დახმარება მიიღოთ დედისგან ან მისი ნათესავებისგან.


კირჩხიბი


მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას, დოკუმენტებს, რასაც ელოდით. შეიძლება გაირკვეს თქვენს და-ძმებთან ან მეზობლებთან დაკავშირებული საკითხები. დასრულდება თქვენი მანქანის რემონტი ან გაყიდვის საკითხი. შეიძლება დაასრულოთ სასწავლო კურსები (აიღოთ მართვის მოწმობა). თუ რაღაცის პუბლიკაცია, დაბეჭდვა გსურდათ, გამოქვეყნდება.


ლომი


აქტუალური გახდება ფინანსური საკითხები. მიიღებთ თანხას ადრე შესრულებული საქმისთვის. გამორიცხული არაა შეგეცვალოთ შემოსავლის წყარო. ზოგიერთი სარგებელს მიიღებს ადრე დაბანდებული ფულისგან. ზოგიერთს მოგინდებათ თქვენი მომსახურების გაძვირება, ხელფასის მომატება. თქვენი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში. გაერკვიეთ ნათესავებთან ურთიერთობაში. შეიძლება გამოიკვეთოს და პასუხი მიიღოთ ზოგიერთ, თქვენთვის მნიშვნელოვან, საკითხზე.


ქალწული


შეიძლება დასრულდეს თქვენი ერთი სოციალური როლი და მიიღოთ მეორე (იყავით მარტოხელა და დაქორწინდეთ ან პირიქით, იყავით დაქორწინებული და განქორწინდეთ). დაასრულოთ სწავლა და მიიღოთ დიპლომი, სპეცფორმა, თანამდებობა; გახდეთ პროფესიონალი. გამოჯანმრთელდებით, თუ თავს შეუძლოდ გრძნობდით. შეიძლება კარდინალურად შეეიცვალოთ იმიჯი. ყველა აქტიურობის ინიციატორი თავად იქნებით.


სასწორი


თუ ადრე გარშემო მყოფებმა თქვენს შესახებ არაფერი იცოდნენ, ახლა გაიგებენ, შეგამჩნევენ. თუ საზღვარგარეთ იმყოფებოდით: მუშაობდით ან მკურნალობდით დაბრუნდებით, გამოჯანმრთელდებით. თუ აქამდე იზოლირებულად მუშაობდით ახლა ყველა დაინახავს თქვენს მუშაობას. გამორიცხული არაა, რომ სამსახურიც, ორგანიზაციაც კი შეიცვალოთ. მოგემატებათ თვითრწმენა. მოგინდებათ მავნე ჩვევებთან დაშორება. გათავისუფლდებით (ან თქვენი სურვილით, ან ცხოვრება გაიძულებთ) დანაკლისისგან, შინაგანი გამოფიტვისგან. დასრულდება თქვენი იზოლაცია.


მორიელი


მიიღებთ ნანატრ აღიარებას, გამარჯვებას, მატერიალურ კეთილდღეობას. დაფასდება თქვენი მიღწევები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან, თანამოაზრეებთან. გარშემო მყოფებში აღიარებას მოიპოვებთ. დაფასდებით. გაიმარჯვებთ კონკურსში, შეჯიბრებაში. შეიძლება მატერიალური ჯილდოც კი მიიღოთ.


მშვილდოსანი


მწვერვალზე მოექცევით. გარშემო მყოფებში წარმატებას მიაღწევთ, პატივისცემას დაიმსახურებთ და ყველა ტაშს დაგიკრავთ. ეს ძირითადად ეხება პროფესიას. შეიცვლით სტატუსს. განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა პოლიტიკასთან, საზოგადო ცხოვრებასთან, მაღალ თანამდებობასთანაა კავშირში. სავსემთვარეობა დაგანახვებთ, რომელი მიმართულებით უნდა წახვიდეთ. თუ ელოდებოდით სამსახურს, პროექტში ჩართვას ან პირადი ბიზნესის გახსნას, 27 თებერვლის მერე განხორციელდება. თუ გსურდათ რაიმეს დასრულება, დახურვა, თანამდებობის დატოვება, დასვამთ საბოლოო წერტილს.


თხის რქა


გახშირდება კონტაქტები ძალაუფლების მქონე ადამიანებთან, სპეციალისტებთან. მიიღებთ დოკუმენტს, რასაც აქამდე ელოდით. შეიძლება გადაწყვეტილი გქონდათ საზღვარგარეთ გამგზავრება და გადაიფიქროთ. თუმცა, გახშირდება კონტაქტები უცხოელებთან: ეს შეიძლება კომერციულიც - საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმება და პირადიც. შეიძლება სწავლის შედეგი მიიღოთ (გამოცდის, ჩათვლის). მოაგვარებთ სასამართლო და იურიდიულ საკითხებს.

მერწყული


შანსი მოგეცემათ ისარგებლოთ პარტნიორის, ბანკის, სპონსორის ფულებით. შეიძლება მიიღოთ ის თანხა, რასაც ელოდით. ზოგიერთი დაფარავთ ვალს, სესხს. გადახედავთ კონტაქტებს და შეიძლება გაწყვიტოთ კავშირი ადამიანთან, ვისზეც დიდი ხნის განმავლობაში ფსიქოლოგიურად იყავით დამოკიდებული. ზოგიერთი მიიღებთ მემკვიდრეობას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დასრულდება მოვლენები (ურთიერთობა ადამიანთან), რომლებიც უსიამოვნებებს გიქმნიდათ.


თევზები


პარტნიორებთან ურთიერთობა გახდება აქტუალური. ერთად ყოფნის ან განქორწინების ინიციატივა შეიძლება მოდიოდეს პარტნიორისგან. თუ ადრე გაურკვევლობა გქონდათ, შეიძლება სამუდამოდ გაწყვიტოთ კიდეც კავშირი ან პირიქით, თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, გადაწყვიტოთ, რომ მხოლოდ მასთან გსურთ ყოფნა. ზოგიერთმა შეიძლება სარფიანი ხელშეკრულებებიც გააფორმოთ, რასაც ელოდით და რისკენაც მიისწრაფოდით.


ასევე ნახეთ:



როგორი იქნება გაზაფხულის 1-ლი თვე ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის - მარტის ასტროპროგნოზი ვერძის, ლომისა და მშვილდოსნითვის

როგორი იქნება მარტი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი წყლის ნიშნებისთვის



ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც 20 მარტამზე წარმატებული პერიოდია - "ამ თვეში რამდენიმე ფარულ ამბავს აეხდება ფარდა, ძალიან საინტერსო ამბები გველის"


როგორი მარტი ელით მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს - პროგნოზი კუროს, ქალწულისა და თხის რქისთვის



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24


0
499
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0