x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110485
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
მშობლებმა 12 წლის გოგონა 46 წლის კაცს 135 დოლარად მიყიდეს,უფროსი ქალიშვილის მკურნალობის დასაფარად

image


ინდოეთში მშობლებმა თორმეტი წლის გოგონა ზრდასრულ მამაკაცს მიჰყიდეს, რომ უფროსი(16 წლის) ქალიშვილის მკურნალობის ხარჯები გადაეხადათ. იუწყება Times of India.




აღინიშნა, რომ ოჯახი 10 ათასი რუპიად (დაახლოებით 135 დოლარი) გაურიგდა 46 წლის მეზობელს, ჩინა სუბაიას, რომელსაც დიდი ხანია სურდა მათ ქალიშვილზე დაქორწინება.



მათმა მეზობელმა, რომელიც ადრე უკვე იყო დაქორწინებული .ქორწილის შემდეგ გოგონა ნათესავებთან წაიყვანა.



ერთი დღის შემდეგ იგი ქალთა და ბავშვთა განყოფილების თანამშრომლებმა გადაარჩინეს და რაიონის საბავშვო სახლში გადაიყვანეს, სადაც მას კონსულტაციებს უტარებენ.




სუბაიას მეზობელმა განაცხადა რომ თავიდან გოგონას მშობლები 250000 რუპიას ითხოვდნენ გოგონაში, თუმცა საბოლოოდ 10 000-ზე შეთანხმდნენ.მას გოგონას მუდმივი ყვირილის და ტირილის ხმა მოესმა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე და პოლიციას გამოუძახა.



"ესაა მიუღებელი... დაბალი შემოსავლის მქონე პირები არ უნდა ყიდდნენ საკუთარ ქალიშვილს მკურნალობისთვის. საავადმყოფოებმა უნდა გაიგონ სიტუაცია და დაეხმარონ მათ. კოლექტიური დაფინანსებით (сrowd funding) უზრუნველყოფაც შესაძლებელია"



46 წლის მამაკაცის კაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, მას პოლიცია დაკითხავს.


შენიშვნა:მთავარი ფოტო პირობითია

0
274
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0