x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
სიმდიდრე, იღბალი და სიყვარული — თქვენ რომელს ირჩევთ?

ყოველ ჩვენგანს აქვს არჩევანის საშუალება! ვაკეთებთ რა არჩევანს, — ამით ვქმნით ჩვენს მომავალს. ეს იგავი იმის შესახებ არის, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანი, მომავალზე და ვიდრე მაშ წაიკითხავთ, ჯერ კითხვას უპასუხეთ: არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, რომელს აირჩევთ, სიმდიდრეს, იღბალს, თუ სიყვარულს? იგავის წაკითხვის შემდეგ კი, გაიგებთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ, თუ არა.


image


ქალი სახლიდან გამოვიდა და ქუჩაში, მისი ეზოს კართან, სამი მოხუცი დაინახა. სამივეს გრძელი თეთრი წვერი ჰქონდა. მან ისინი ვერ იცნო, თუმცა, მაინც უთხრა:
— მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მშივრები იქნებით. გთხოვთ, მობრძანდით, სადილით გაგიმასპინძლდებით.

— მეუღლე სახლშია? — იკითხეს მოხუცებმა.
— არა, არ არის, — უპასუხა ქალმა.
— მაშინ არ შემოვალთ, — კატეგორიული უარი განაცხადეს მათ.
საღამოს, როდესაც ქმარი დაბრუნდა, ცოლმა ყველაფერი უამბო.
— წადი და უთხარი, შემოვიდნენ, ვახშამზე დაგვეწვიონ! — უთხრა ქმარმა.
ქალი გავიდა და მოხუცები შემოიპატიჟა.
— ყველა ერთად ვერ შემოვალთ — უპასუხეს მათ.
— რატომ? — გაუკვირდა ქალს.
ერთმა მოხუცმა მას აუხსნა:
— მას სიმდიდრე ჰქვია, — თქვა და თავის ერთ-ერთ მეგობარზე მიუთითა, შემდეგ მეორესკენ გაიშვირა ხელი და გააგრძელა — ეს იღბალი არის, მე კი, სიყვარული ვარ. ახლა წადი და შენს ქმარს მოელაპარაკე, ვის ნახვას ისურვებთ სახლში.
ქალი წავიდა და ქმარს მოხუცების ნათქვამი გადასცა. ქმარს ძალიან გაუხარდა.
— რა კარგია! — თქვა მან — თუ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, მოდი სიმდიდრე დავპატიჟოთ. მოვიდეს და სიმდიდრით აავსოს ჩვენი სახლი!
მაგრამ ცოლი შეეწინააღმდეგა:
— ძვირფასო, უკეთესი არ იქნება, თუ იღბალს მოვიპატიჟებთ?
მათი ქალიშვილი იქვე კუთხეში იჯდა და მშობლების კამათს უსმენდა. მან მათთან მიირბინა და უთხრა:
— იქნებ სიყვარული მოვიპატიჟოთ? მაშინ ჩვენი სახლი სიყვარულით აივსება!
— მოდი ჩვენს შვილს დავუჯეროთ, — უთხრა ქმარმა ცოლს. — წადი და სიყვარულს უთხარი, რომ ჩვენი სტუმარი იყოს.
ქალი გარეთ გავიდა და თქვა:
— სიყვარულს ვთხოვთ ჩვენი სტუმარი იყოს.
მოხუცი, სახელად სიყვარული კარისკენ წავიდა და დანარჩენი ორი მოხუცი, მას ფეხდაფეხ მიჰყვა. გაკვირვებულმა ქალმა უთხრა სიმდიდრეს და იღბალს:
— ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ მაინტერესებს, ხომ მითხარით, რომ სტუმრობა მხოლოდ ერთს შეეძლო?
მოხუცებმა გაიღიმეს და უპასუხეს:
— თქვენ რომ სიმდიდრე ან იღბალი მიგეწვიათ, დანარჩენი ორი გარეთ დარჩებოდა, მაგრამ რადგან სიყვარული აირჩიეთ, სადაც ის მიდის, — ჩვენც იქ მივდივართ.

იქ, სადაც სიყვარულია, სიმდიდრე და იღბალიც არის, ყოველთვის!

imageimageimageimageimageimageimage








0
199
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0