x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ქალი არ დარჩა ციხეში საშვილოსნო რომ არ ამოეჭრათ! გახსოვთ, თქვე ნაგვებო?! - ლალი მოროშკინა

image


2013 წლის 25 თებერვალს, ორთაჭალის N1 დაწესებულება, იგივე კრიტი, დაიხურა. მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა, ანტისანიტარია, მღრღნელები და ჭერზე გაკრული პოლიეთილენის პარკები - ასეთ პირობებში უწევდათ პატიმრებს წლების განმავლობაში ყოფნა.

აღნიშნული ციხე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც არსებობდა. ამ ციხის დახურვასა და შენობის მუზეუმისთვის გადასაცემად უამრავი ადამიანი იბრძოდა. მათ შორის ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.

.

აგრეთვე, ნიკა მელიამ სატაპიმროში ტელევიზორის შეტანა მოითხოვა, რაც დაუკმაყოფილეს. სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და გაიხსენა, წინა ხელისუფლების დროს არსებული ორთაჭალის N1 პენიტენციური დაწესებულება.

მისი თქმით, ამ ციხის არსებობის მერე „ნაციონალურ მოძრაობას“ პენიტენციურ დაწესებულებზე საუბრის უფლება და რაიმის მოთხოვნა არ შეუძლიათ.

.

„აქ რატომ არ შემომიტანეთ ტელევიზორი თქვე ახვრებო!

„კარმუშკა“ ღია დამიტოვეთ დახურულ სივრცეს ვერ ვიტან-თქო, და გადამრაზეთ!

ადვოკატი არ შემოუშვით!

ბავშვს სიცხე აქვს და არ დაგარეკინებთო!

გახსოვთ, თქვე ნაგვებო!

სათითაოდ დაგივლით დრო მოვა!


ქალი არ დარჩა, საშვილოსნო რომ არ ამოეჭრათ, გაყინეს ცივ ბეტონზე!

არაადამიანები, კანიბალები! არ წაიღეს ტვინი!

აი, მინდა დავივიწყო 2011 წლის ზამთრის კოშმარი და ეს სექტანტები ძველ ჭრილობას მიხსნიან!“- წერს მოროშკინა.

.

image

.

როგორც ცნობილია, 23 თებერვალს პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრნენ და პოლიტიკური ლიდერი ძალისმიერი გზით დააპატიმრეს. კანცელარიასთან აქციები მიმდინარეობდა. გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს

.

აგრეთვე, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური ლიდერები აპირებენ გამათავისუფლებელი აქციების ჩატარებას და მოითხოვენ ნიკანორ მელიას, გიორგი რურუასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

,

0
578
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0