x
image
ირინა მ.
როგორ გამოიყურება სერ შონ კონერის აპარტამენტები, რომელიც ბონდიანას კადრშიც კი მოხვდა

image

შოტლანდიელ მსახიობსა და პროდიუსერს, სერ შონ კონერის არა მხოლოდ ლამაზი ქალები და მანქანები უყვარდა, იგი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდიდრულ სახლებშიც ცხოვრობდა.

image

მას ვილები ჰქონდა ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთში და ბაჰამის კუნძულებზე. ერთ-ერთი ასეთი საცხოვრებელი კომპლექსი საფრანგეთის რივიერაზე, ქ. ნიცასთან მდებარეობს, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები დღესაც შონის სახლს უწოდებენ (შონ კონერი 2020 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა ბაჰამის კუნძულებზე, თავის ვილაში, 90 წლის). ვილა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და თავის დროზე ბონდიანას კადრშიც კი მოხვდა, ფილმში "არასოდეს თქვა არასოდეს".

image

სახლი ამაღლებულ ბორცვზე, კლდის ნაპირზე დგას, საიდანაც ინგლისურ სანაპიროზე და ნიცის ძველ პორტზე იშლება ხედი. იგი გარშემორტყმულია მაღალი გალავნით, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავს საიმედოდ იცავდა მომაბეზრებელი თაყვანიმცემლებისა და პაპარაცებისგან.

image


image

image

image

თვითონ ვილა 1920-იანი წლების კლასიკური ფრანგული არქიტექტურის სტილის ქვის სახლს წარმოადგენს, რომელსაც გლიცინიები და სურო ამშვენებს. მას ხუთი დონე აქვს, აქვს ღია ტერასა სახურავზე და ლიფტი. სახლში ხუთი საძინებელია და სააბაზანო ყოველ სართულზე. მთავარი შესასვლელიდან დიდ მისაღებში ხვდებით, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება მთებზე და ზღვაზე, აგრეთვე ჩრდილიან ტერასებზე, რომელიც სახლს ყოველი მხრიდან აკრავს.

სახლის პირველ სართულზე ფიტნეს-ცენტრია სატრენაჟორო დარბაზით, საშხაპით, გასახდელით და დახურული აუზით, რომელსაც აქვს გასასვლელი ბაღში.

image

image

image

image

image

image

image

image

image





გადაათვალიერეთ:





ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს (რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა), ისევ წაუყენეს სექსუალური ძალადობის ბრალდება

image


რა სამკაულებით მივიდა ელიზაბეთ ტეილორი როტშილდების ბალ-მასკარადზე და რა კავშირი აქვს მას რომანოვების ძვირფასეულობასთან

image


62 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის ემა კროკდალზე დაქორწინდა

image


ნახეთ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" რომელი მსახიობები დაწყვილდნენ და შვილი შეეძინათ

image


სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან

image


ისტორიული "ფოტოფაქტები" ყალბი აღმოჩნდა

image








0
301
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0