x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110403
  • ვიდეო:352076
  • სურათი:480692
ტყუპმა ძმებმა ოცნება აისრულეს და ტყუპი დები გახდნენ

image

მაილა ფიბი დე რეზენდე და მისი და, სოფია ალბუკერკი, ბრაზილიიდან, ბიჭებად დაიბადნენ და მთელი ცხოვრება ისინი საკუთარ სხეულებს ვერ ეგუებოდნენ.


ორი წლის წინ ტყუპმა ძმებმა დაიწყეს ჰორმონოთერაპიის კურსები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ცოტა ხნის წინ მათ რისკიანი ოპერაცია ჩაიტარეს - ბიჭებმა შეიცვალეს სქესი ერთდღიანი სხვაობით.


image

"ჩვენ ყოველთვის ერთად ვაკეთებდით ყველაფერს და ახლახანს ჩვენი ოცნება რეალურად ავიხდინეთ: ჩავიტარეთ სქესის შეცვლის ოპერაცია და გავხდით პირველი ტრანს-ტყუპები მსოფლიოში, ვინც ეს გააკეთა."

მაილა ფიბი დე რეზენდე




image


ახლად გამომცხვარმა გოგონებმა თქვეს, რომ ისინი სიხარულისგან მეშვიდე ცაზე დაფრინავდნენ როდესაც მათი ახალი სხეულები იხილეს. მეილამ აღიარა, რომ მას არასოდეს მოსწონდა საკუთარი მამაკაცის სასქესო ორგანო, ტყუპებმა რეაბილიტაციაც გაიარეს და სოციალურ ქსელები ბიკინებში გადაღებული ფოტოების გაზიარებაც კი დაიწყეს.



image


მაილა ფიბი დე რეზენდმა და სოფია ალბუკერკემ (პირველი ატარებს მამის გვარს, მეორე - პაპის) ოჯახისგან დიდ მხარდაჭერას იღებდნენ. სწორედ პაპამისმა გადაიხადა მათი ოპერაციებზე თანხა, რის გამოც სახლი გაყიდა.

image

ახლა კი მაილას ორი ახალი ოცნება აქვს: დაამთავროს სამედიცინო უნივერსიტეტი და მოხუცს ახალი სახლი უყიდოს, რათა მადლობა გადაუხადოს კეთილი საქმისთვის.

image

"მათ ყოველთვის იცოდნენ, რომ გოგოები ვიყავით. ჩემი ოჯახი არასოდეს უარგვყოფდა. მშობლებს იმის კი არ ეშინოდათ ვინ ვართ, არამედ იმის, რომ სხვები გვაყენებდნენ ტკივილს"

მაილა ფიბი დე რეზენდე



image

0
528
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0