x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
,,პარიზის სინდრომი" - ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

პარიზი თითქმის ყველა ადამიანისთვის საოცნებო ადგილია, მისი ნახვა ზოგისთვის ოცნებად რჩება. მომნუსხველი შენობები, სუფთა გარემო, უგემრიელესი კრუასანები, მომღიმარი სახეები, მაგრამ ასე ლამაზად დახატული რეალობა ნამდვილად არ არის.


სტუმრად ჩამოსული ტურისტები სხვა რეალობის წინაშე დგანან, რელობა კი მათთვის იმდენად ამაზრზენია, რომ მკურნალობას საჭიროებენ. დიდი ქალაქი ჩქარობს თავისთვის, მტვრის კორიანტელი დაფრინავს ჰაერში, ხოლო სუვენირების გამყიდველები მიუხედავად ყველაფრისა ბრწყინვალედ დგანან.


იმედგაცრუებული ტურისტები იმდენად შეწუხებულები არიან, რომ მათ ხშირად ფსიქიატრის დახმარება სჭირდებათ. ბევრი ადამიანი, ვისი მოლოდინიც არ კმაყოფილდება დეპრესია ემართებათ.



საინტერესოა, რომ ასეთი პრობლემებით უფრო მეტად აზიის ქვეყნის მოსახლეობა მოდის, რადგან კულტურალური სხვაობითა და საკუთარი წარმოდგენებით შექმნილი ადგილი განსხვავებული აღმოჩნდება, მათ ფანტაზიებში კი უკეთესობას წარმოიდგენენ.


ექსპერტებმა, რომლებიც ასეთ დარღვევებს აკვირდებიან ტერმინი “პარიზის სინდრომი" შემოიღეს. 1986 წელს ეს ტერმინი პირველად გამოიყენა იაპონელმა ფსიქიატრმა ჰიროაკი ოტოიმ, საფრანგეთში მყოფი მისი თანამემამულის გამოკვლევით. ყოველწლიურად ათეულობით ტურისტი ავადდება ამ სინდრომით, ისინი პროფესიონალებთან მუშაობის შემდეგ უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.














0
267
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0