x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ოხანაშვილის ოჯახს რომ დაესხნენ თავს და ტვ პირველს თავდამსხმელი არ ჩამოუხსნია ეთერიდან, ეგ როგორაა?-ეკა სილაგაძე
image

იურისტი ეკა სილაგაძე ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ტვ-პირველის ორმაგ სტანდარტებზე მიანიშნებს


"ანრი ოხანაშვილის ოჯახს რომ დაესხნენ თავს და ტვ პირველს თავდამსხმელი არ ჩამოუხსნია ეთერიდან, ეგ როგორაა?"-წერს სოციალურ ქსელში ეკა სილაგაძე.


"გააგიჟებენ ადამიანს, იმ ვიღაცას რომ ჩამოაცვეს ვედრო ხომ უკრეს ტაში?ღირსი იყოო, ამაზეც უნდა დაეკრათ წესით ტაში"(ერთ-ერთი კომენტარი)




შეგახსენებთ, დეპუტატ ანრი ოხანაშვილს 2020 წლის იანვარში ბაკურიანის ერთ ერთ რესტორანში თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


როგორც გაირკვა თავდამსხმელი აღმოჩნდა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძე, რომელიც ამჟამად “ლელოს” აქტივისტია, 2019 წელს კი – ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.



ტელეწამყვან ვახო სანაიას 24 თებერვალს საღამოს საათებში წყნეთის ქუჩაზე სამი პიროვნება დაესხა თავს, როდესაც აეროპორტიდან ოჯახთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, დაზიანება მიაყენეს მის რძალსაც.


"[ერთ-ერთმა პირმა] შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".


სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია ტელეკომპანიების "ფორმულასა" და "ტვ პირველის" მიმართ ჰქონდათ. იგი ამ ფაქტს კრიტიკული ტელევიზიების მისამართით ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას უკავშირებს.


თუმცა თავად ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და საზოგადოების ნაწილი, თავდამსხმის უპირველეს მიზეზად ოპოზიციური მედიიდან სიძულვილის ენას და ხშირად უსაფუძვლო, სიცრუეზე დაფუძნებულ კრიტიკას მიიჩნევს.


ვახო სანაის გუშინ ტვინის შერყევა დაუდასტურდა.ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ, თამუნა ყურაშვილმა გაავრცელა.

გუშინვე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია ”ფორმულას” ჟურნალისტის, ვახო სანაიას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული, 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
152
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0