x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
მაკიაჟს უფრო და უფრო მეტი კაცი იყენებს

დღეს მამაკაცები იყენებენ ყველა იმ მაკიაჟის საშუალებას, რასაც თამამი სტილის მქონე ქალები. დაწყებული მსუბუქი დამატენიანებელი კრემიდან და გამჭვირვალე ტუჩის ბალზამიდან, მკვეთრი თვალის ჩრდილებით, ხელოვნური წამწამებითა და წითელი პომადით დამთავრებული. ბევრისთვის მამაკაცის მაკიაჟი მიუღებელი და, უფრო მეტიც, ტაბუდადებულია.


თუმცა ტენდენცია მზარდია და, საქართველოში თუ არა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშ, ი სულ უფრო მეტი მამაკაცი ატარებს თამამად მაკიაჟს.


ეს "გამოგონება" სულაც არაა ახალი.


image





მამაკაცები ათასობით წლის წინ იყენებდნენ მაკიაჟს

image


ფარაონ ტუტანხამონის გამოსახულება ყველასთვის ცნობილია. ამ ოქროს გამოსახულებაში ყველაზე შესამჩნევი სწორედ შავად მოხატული წარბები და თვალები.


მამაკაცის მაკიაჟი ახალი რამ არ არის. მისი ისტორია ძველ ეგვიპტეში შეგვიძლია ვიპოვოთ, სადაც ადამიანები კანზე ზეთებსა და ცხიმებს ისვამდნენ, რათა დაეცვათ იგი უდაბნოს სიცხისგან და მზის მკაცრი სხივებისგან.


მამაკაცებს ძველი რომიდან ასევე უწევდათ მაკიაჟის გამოყენება, მათი დაპყრობლების - ეგვიპტელების გავლენის ქვეშ. თუმცა ისინი მვეთრ მაკიაჟს არ ატარებდნენ, რადგან საზოგადოება ამას უსიამოვნოდ იღებდა. ამიტომ ისინი შედარებით მსუბუქ სუნამოს და უფერულ მაკიაჟს იყენებდნენ.






ჰოლივუდის მსახიობი კლარკ გეიბლი


image

დედოფალ ელიზაბეტ I– ის დროს, მამაკაცები სახის ფხვნილებს მოიხმარდნენ.

იაპონიაში მე–17 საუკუნეში, კაბუკის თეატრის მამაკაც მსახიობებს მაკიაჟი ეხმარებოდათ მკვეთრი იერის შექმნაში სცენაზე, რათა მათი ემოციები უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო მაყურებლებისთვის.

აღსანიშნავია ჰოლივუდის ეპოქაც, სადაც აქტიურად გამოიყენებდნენ მამაკაცები მაკიაჟს დიდი ეკრანისთვის, და ეს წესი ახლაც მოქმედებს. ნებისმიერ ფილმის გადაღებისას, თუ ტელევიზიებსა და შოუებში მსუბუქი მაკიაჟი აუცილებელია.





მომავალში მამაკაცის მაკიაჟის უფრო მეტი პროდუქტი გამოჩნდება ბაზარზე


დიახ, მამაკაცები იყენებდნენ მაკიაჟს უძველესი დროიდან, მაგრამ ბოლო დრომდე ძალიან ცოტა იყო კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც შექმნილია სპეციალურად მამაკაცებისთვის. ახლა ყველაფერი იცვლება, რადგან უფრო მეტი კომპანია აწარმოებს მამაკაცის კოსმეტიკურ საშუალებებს.


მაგალითად Chanel- ის Boy De Chanel კოლექცია გთავაზობთ მრავალფეროვან სილამაზესა და კანის მოვლის საშუალებებს მამაკაცებისთვის, მათ შორის დამატენიანებლებ, ტონალურ კრემებს, კორექტორებს, თვალის ფანქრებს, ტუჩსაცხებსა და ფრჩხილის ლაქებს.


რა თქმა უნდა, მამაკაცებს შეუძლიათ გამოიყენონ ტრადიციული კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია ქალებისათვის, მაგრამ ზოგს მაინც ეუხერხულება. ასე რომ, რაც უფრო ფართო არჩევანია მამაკაცის სილამაზის პროდუქტების, მით უფრო მეტი მამაკაცი წახალისდება მათი მოხმარებით.

image

image

imageimage



აქ მოცემულია რამდენიმე პოპულარუი ვიჟასიტი, რომლებიც თამამად ატარებენ მაკიაჟს, გამოდიან სტერეოტიპების წინააღმდეგ ქმნიან ტენდენციას. მათ ნამდვილად შეუძლიათ სხვების, თუნდაც ქალების, შთაგონება მაკიაჟის სტილის შექმნაში.




1. Jake-Jamie

image






2. Manny Gutierrez


image





3. Bretman Rock

image






4. Alex Faction

image






5. Jack Emory

image






6. Gabriel Zamora

image






image






0
95
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0