x
image
ირინა მ.
ნახეთ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" რომელი მსახიობები დაწყვილდნენ და შვილი შეეძინათ

image

პანდემიის ბავშვების თაობაში მატებაა! პოპულარული სერიალის, "სამეფო კარის თამაშების" მსახიობები, 34 წლის როუზ ლესლი და 34 წლის კიტ ჰარინგტონი, პირველად გახდნენ მშობლები. ამის შესახებ ცნობილი გახდა პაპარაცების ფოტოებიდან, სადაც წყვილი ახალდაბადებულ ჩვილთან ერთად ლონდონის ქუჩებში დასეირნობს. მოგვიანებით, მსახიობების წარმომადგენელმა დაადასტურეს, რომ მათ ვაჟიშვილი შეეძინათ.

2020 წელი დაგვამახსოვრდება არამხოლოდ კორონავირუსით, არამედ ცნობილებს შორის ნამდვილი ბეიბი-ბუმით. ბევრმა მათგანმა, კარანტინის წყალობით და ცნობილების შეკრებებისა და სხვადასხვა ღონისძიებების იძულებითი გაუქმების წყალობით, შესძლეს და ბოლომდე საიდუმლოდ შეინახეს ფეხმძიმობა.

გამონაკლისი არც როუზი იყო. ოჯახში მატების შესახებ ცნობილი გახდა ფოტოსესიის პუბლიკაციების შემდეგ, სადაც მსახიობს უკვე ეტყობოდა მომრგვალებული მუცელი.

ლესლისა და ჰარინგტონის ურთიერთობებმა არა ერთი გამოცდა გაიარეს. მსახიობებმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, მათ შორის რომანზე კი 2012 წელს ალაპარაკდნენ.

image

image

თუმცა იდილია უცბად არ გამოვიდა და შეყვარებულები დაშორდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ მათ გადაწყვიტეს ურთიერთობებისთვის მეორე შანსი მიეცათ და 2016 წელს ხალხში უკვე როგორც წყვილი, ისე გამოჩნდა. 2018 წლის ივნისში, როუზმა და კიტიმ ქორწილი გადაიხადეს.

image

კიდევ ერთო გამოცდა იყო კიტის დეპრესია და ალკოჰოლური დამოკიდებულება. როუზი ძვირფას ადამიანს გვერდში ედგა, როცა იგი გასული წლის მაისში მკურნალობას გადიოდა. ახლობელი ადამიანების სიტყვებით, ჰარინგტონისთვის ძლიერი დარტყმა იყო სერიალი "სამეფო კარის თამაშების" დასრულება, რომელშიც იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას. დეპრესიას, როგორც ჩანს, იგი სასმელით ებრძოდა. მაგრამ ახლა, შვილის შეძენის შემდეგ, წყვილისთვის ცხოვრების ახალი, მშვენიერი ეტაპი დაიწყო.


image

image

image

image





ეს საინტერესოა:





ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს (რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა), ისევ წაუყენეს სექსუალური ძალადობის ბრალდება

image


გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

image


სერიალ "სამეფო კარის თამაშების" მსახიობები ადრე და ახლა

image


მადონა, ჩარლი ჩაპლინი და სხვა მილიონერები, რომელთა სიძუნწეზეც ლეგენდები დადის

image


ცნობილი სახეები, რომლებიც ქუჩაში შეიძლება უსახლკაროებში აგერიოთ

image


ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან

image






0
462
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0