x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
NASA-მ მარსზე ღრმა, უცნაური ხვრელი აღმოაჩინა

image

NASA- ს Mars Reconnaissance Orbiter-მა მარსის ზედაპირზე რაღაც საკმაოდ უცნაური დააფიქსირა: ღრმა ორმო, რომელიც ორბიტერის "HiRise" კამერის მიერ გადაღებულ სურათებზე შავი ლაქის სახით ჩანს, დაახლოებით 180 მეტრის სიგრძისაა.

სურათის სიკაშკაშის გარჩევის შედეგებმა, რომელიც თავდაპირველად 24 იანვარს გადაიღეს, არიზონას უნივერსიტეტისა და HiRise-ის გუნდი გააკვირვა. "როგორც ჩანს, ორმოს შიგნით გლუვი ქვიშაა და სამხრეთ-აღმოსავლეთითაა დაქანებული”, - წერს NASA- ს გეოფიზიკოსი, როს ბეიერი თავის ბლოგში.

image

ხვრელის არსებობის შესაძლებლობა დამაინტრიგებელია. აღმოჩენის უკან მყოფი მეცნირები ახლა ცდილობენ, გაარკვიონ შესაძლებელია თუ არა ორმოს დაკავშირება მიწისქვეშა გვირაბების ქსელთან, რომლებიც ლავის არხების სწრაფი დინებებისგან არის დარჩენილი.

მკვლევარებს დიდი ხანია ეჭვი აქვთ, რომ უძველესმა ვულკანებმა შესაძლოა დატოვეს ლავის დიდი კავერნოზული(მღვიმოვანი) მილები მარსის ზედაპირზე. სინამდვილეში, სინამდვილეში, ამ სავარაუდო მღვიმეებიდან ზოგიერთი შეიძლება იყოს საკმარისად დიდი მთელი პლანეტარული ბაზების მოსათავსებლად, რაც უზრუნველყოფს მომავალში ახალმოსახლეების დაცვას მარსის ზედაპირზე არსებული მკაცრი გარემოსგან.



0
154
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კახნიაშვილი
მარიამ კახნიაშვილი
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0