x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110485
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
25 თებერვლიდან ადამიანებს ცაზე იუპიტერის, სატურნისა და მერკურის შეუიარაღებელი თვალებით ხილვა შეეძლებათ

25 თებერვლიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ასტრონომიის მოყვარულებისათვის უნიკალური შესაძლებლობა იქნება, დაინახონ სამი პლანეტა ცაზე შეუიარაღებელი თვალებით. ერთგვარ სამკუთხედს იუპიტერი, მერკური და სატურნი შექმნიან. ქვემოთ უფრო დაწვრილებით გაეცნობით, როდის, რამდენი ხნის განმავლობაში და სად შეგეძლებათ აღნიშნული უნიკალური მოვლენის ხილვა:

image


სამი პლანეტის დაახლოვების ხილვა მოყვარულებს პირველად 25 თებერვლის დილას შეეძლოთ, თუმცა თუ ეს მოვლენა გამოტოვეთ, ნუ იდარდებთ, ამის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე დღეს გექნებათ, უფრო ზუსტად კი, პლანეტების მანათობელი სამკუთხედის ცაზე შემჩნევა კვირის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. ამისათვის, დილით ადრე მოგიწევთ ადგომა, რადგან მზის ამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მზერა ცაზე აღმოსავლეთისაკენ უნდა მიაპყროთ, ჰორიზონტზე კი იხილავთ სამ ნათელ პლანეტას: ყველაზე დაბლა იუპიტერია, მის თავზე კი პატარა მერკური, ხოლო ამ უკანასკნელის მარჯვნივ სატურნის ხილვა შეგეძლებათ. პლანეტების განლაგება სამკუთხედს მოგაგონებთ. კვირის განმავლობაში მერკური და იუპიტერი უფრო ახლოს მივლენ ერთმანეთთან.

აღნიშნული მოვლენა არც თუ ისე ხშირად მეორდება, თუმცა მისი მომავალში ხილვა 2026 წლის აპრილში იქნება შესაძლებელი.

არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და დატკბით სანახაობით!

P.S. ასევე საინტერესო სტატიებია:

მისტიური რიტმული სიგნალები კოსმოსიდან დედამიწაზე – რა საიდუმლო იმალება გალაქტიკაში?!(წაკითხვის დრო 2წთ.)image

*

როდის და როგორი იქნება აპოკალიფსი?!
image

*

ნასამ დაამტკიცა, რომ ჩვენ სამყაროში მარტონი არ ვართ

image

*

რუსი ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ ის მარსზე ცხოვრობდა

image



0
109
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0