x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
არაგადამდები დაავადებების პრევენცია, როგორც ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა

image


მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია წარმოადგენს, რის შედეგადაც ყოველწლიურად 41 მილიონი ადამიანი იღუპება. დაავადებების განვითარების მთავარ მიზეზად არაჯანსაღი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება სახელდება.


ამ ოთხი კატეგორიიდან ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება და 7.2 მილიონს უტოლდება.


ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევით დადგინდა, რომ ინდივიდის ნიკოტინზე დამოკიდებულებას მისი გენეტიკა იწვევს და ამ მიდრეკილებას არა ერთი, არამედ რამდენიმე გენეტიკური კოდი განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, მოწევისთვის თავის დანებება რთულ ამოცანას წარმოადგენს.


სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მწეველთა 40.1%-მა დაახლოებით 2-ჯერ მაინც სცადა თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება, მაგრამ უშედეგოდ.


ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ბრიტანულმა სამედიცინო საზოგადოებამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც თამბაქოს ზიანის შემცირებისკენ არის მიმართული. გეგმის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვისა და კეთილდღეობის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონულ მოწყობილობებს. ბრიტანელი ექიმები იმ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც არ ან ვერ ანებებენ თავს მოწევას, სთავაზობენ შემცირებული რისკის მქონე სხვადასხვა მოწყობილობას - ელექტრონულ სიგარეტებსა და თამბაქოს გასახურებელი სისტემებს. ამ მოწყობილობების შემცირებულ რისკებს და პოტენციურ ბენეფიტებს აღიარებს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაც.


გაერთიანებულ სამეფოში განხორციელებული ინიციატივის შედეგად, 6 წელიწადში მწეველთა რაოდენობა რეკორდულ მინიმუმამდე, 14.4%-მდე შემცირდა. კვლევებით დადგინდა, რომ ზიანის შემცირების სტრატეგია თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას.


დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებული მიდგომები მოქმედებს საქართველოში. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 30.7% მწეველია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიკვდილობის 94% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით. ამასთან, საერთო სიკვდილობის 69% მოდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, 14% - ონკოლოგიურ დაავადებებზე, 1% - დიაბეტზე, 4% - ქრონიკულ რესპირაციულ და 6% სხვა არაგადამდებ დაავადებებზე.


ქვეყანაში მწეველთა დიდი რაოდენობისა და არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მხრიდან არ ხდება ალტერნატიული მოწყობილობების მხარდაჭერა. უფრო მეტიც, მმართველი ინსტიტუტის მიერ ხორციელდება ხელოვნური ბარიერების შექმნა, რაც ალტერნატიულ მოწყობილობებზე ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით მაღალი ფასების დაწესებაში გამოიხატება.


რა თქმა უნდა, მოწევასთან დაკავშირებული რისკების შემცირების საუკეთესო საშუალებას მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, ჯანმოს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ეს რიცხვი 2025 წლისთვის უცვლელი დარჩება. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობაზე განხორციელებული ზიანის შემცირების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოტენციურად ნაკლები რისკის მქონე მოწყობილობებს.


ჯანმოს ექსპერტები და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პროდუქტზე ფასების დაწესება რისკის პირდაპირპროპორციულად უნდა მოხდეს. ამ გზით სახელმწიფო შეძლებს დაეხმაროს ექიმებსა და ჯანდაცვის სისტემას, მათ შორის მილიონობით მომხმარებელს, მიიღოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო არჩევანი.


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, დღეს ქვეყანაში 800 000 მწეველია, ხოლო თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000-მდე ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, საჭიროა მოწევის პრევენციისა და შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვისთვის დადებითი შედეგის მატარებელი იქნება.


R

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0