x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110487
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
ირანში გარდაცვლილი ქალი სახრჩობელაზე ჩამოკიდეს "სამართლიანობის" აღსრულების მიზნით

image
ირანის ქალი, ზაჰრა ისმაილი დაადანაშაულეს მისი მეუღლის, დაზვერვის ოფიცრის ალირეზ ზამანის მკვლელობაში. მსჯავრდებულის ადვოკატის, ომიდ მორადის განცხადებით, ქმარი მუდმივად ძალადობა მასზე და მათ ქალიშვილზე, ქალი კი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, დაკავებულს სიკვდილით დასჯა-ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.



თავის საშინელი განაჩენის ლოდინში, ზაჰრას იძულებით მოუწია ენახა 16 პატიმარის სიკვდილი, რომლებიც მის თვალწინ ჩამოახრჩეს. საშინელი სანახაობა ქალისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ბრალდებული გულის შეტევით გარდაიცვალა. მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა.

image

ირანულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გარდაცვლილი ზაჰრა მაინც უნდა ჩამოეხრჩოთ, რათა "სამართლიანობას ეზეიმა" მოკლული ქმრის დედას სადამსჯელო სამართლის უფლების გამოყენებით მსჯარდებულისთვის ფეხიდან ტაბურეტი უნდა გამოეცალა.


ზარა ჩამოახრჩვეს საყოველთაოდ ცნობილ საშინელ საპყრობილე რაჯაი შაჰრში, რომელიც ქალაქ ყარაჯში მდებარეობს, თეირანიდან 20 კილომეტრში


უფლებადამცველები ზარა ისმაილის მიმართ მოპყრობას ბარბაროსულს უწოდებენ.


ზაჰრა არის სამი ქალიდან ერთ – ერთი, ვინც გასულ კვირას ირანში ჩამოახრჩვეს. 2013 წლიდან, რაც ჰასან რუჰანი გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, 114 ქალი სიკვდილით დასაჯეს.


ირანის ისლამურ რესპუბლიკას მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია სიკვდილით დასჯის მიხედვით ჩინეთის შემდეგ.


(მთავრი ფოტო:ზაჰრა ისმაილი მარცხნივ)

1
351
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
351
  
0 1 1