x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110487
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
სილიკონის და ბოტოქსის გარეშე: ბურლესკის დედოფლის, შერი ბრიტონის იდეალური სილამაზე

image
გასული საუკუნის დასაწყისში ამერიკული კულტურა სასცენო ჟანრმა, ბურლესკმა მოიცვა. ის იყო თავისებური მიქსი თეატრალური კომედიის და ეროტიული შოუსი. შერი ბრიტონი, რომელიც იდეალური პროპორციებით იყო დაჯილდოებული, უმალვე გახდა ამ ჟანრის დედოფალი და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი დამაარსებელიც.image

შერი ისეთ ოჯახში დაიბადა, სადაც მამას თავისუფლად შეეძლო ცოლზე და შვილზე ხელის აწევა. ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ცეკვებით და მსახიობობით, თუმცა იმის გამო, რომ საშუალება არ ჰქონდა თეატრალურ სკოლასი ევლო, კარიერა სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში დაიწყო ცეკვით.image

ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით გოგონა ახალგაზრდა რეჟისორმა შეამჩნია და 16 წლის გოგონა ფაქტობრივად თავიდან დაიბადა. პუბლიკა აღფრთოვანებული იყო მისი სამსახიობო შესრულებით და სილამაზით.image

1935 წელს, როდესაც ამერიკის მთავრობამ ოფიციალურად აკრძალა ბურლესკი, ბრიტონს “საუკეთესოთა შორის საუკეთესოს" სტატუსი უკვე ჰქონდა, ამიტომაც ადვილად იპოვა სამუშაო, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე აქტიურად გამოდიოდა ბროდვეის თეატრებში, თამაშობდა მიუზიკლებში და ტელეპროექტებშიც გამოჩნდა.image

ომის პერიოდში ქალი აქტიურად ონაწილეობდა სხვადასხვა ქველმოქმედებით აქციებში, რის გამოც პრეზიდენტ რუზველტისკან ოფიციალური მადლობაც მიიღო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 28 წლის ბრიტონმა ისევ აქტიურად განაგრძო კარიერა. განსაკუთრებული პოპულარობა კი დოკუმენტურმა ფილმმა The Best of Burlesque -მა მოუტანა 1981 წელს.
image

ულამაზესმა და უნიჭიერესმა შერიმ თითქმის 90 წლამდე იცოცხლა, ის 2008 წელს გარდაიცვალა, თუმცა მთელი ეს დრო სასცენო გამოსვლები არ შეუწყვეტია.imageimage








0
264
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0