x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110403
  • ვიდეო:352076
  • სურათი:480692
არსებობდნენ თუ არა მებრძოლი ქალი ვიკინგები?

ბევრი ლეგენდა დადის ვიკინგების ეპოქის შესახებ, მათში ხშირად არიან მოხსენიებულნი მებრძოლი ქალები, რომლებიც მამაკაცების გვერდით უშიშრად ებრძოდნენ მტერს, თუმცა მტკიცებულებების გარეშე, ბევრს ეს ფაქტი აბსურდულად ეჩვენებოდა. დღეს კი მეცნიერების მიერ უკვე დიიდ ხანია დამტკიცებულია ქალი-ვიკინგის არსებობა დნმ-ს ტესტის გამოყენებით. ნიმუში კი X საუკუნის დროინდელი ჩონჩხიდან აიღეს შვედეთის ქალაქ ბირკში, რომელიც ადრე ვიკინგებს ეკუთვნოდათ.image

ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ ეს ქალი მაღალჩინოსანი მეთაური იყო, რომელიც მებრძოლებს უძღვებოდა წინ ბრძოლისკენ. პირველად ჩონჩხის ეს ნარჩენები 1880 იან წლებში აღმოაჩინეს და მორფოლოგიური თვისებებისდა მიუხედაად, აზრდააც არ გაუვლიათ, რომ ის შეიძლებოდა ქალი ყოფილიყო. სამარხში ასევე აღმოაჩინეს იარაღი, ხმალი და მშვილდ-ისარი, ორი ცხენი და სამაგიდო თამაში, რაც ნათლად აჩვენებდა, რომ გარდაცვლილი ვიკინგი სტრატეგი იყო და მაღალჩინოსანი მებრძოლიც.image

კვლევების დროს ექსპერტებმა დნმ-სთვის კბილი და ძვლის ნაწილი აიღეს, სწორედ ამ ანალიზმა აჩვენა, რომ მებრძოლს ორი X ქრომოსომა ჰქონდა, მარტივად რომ ვთქვათ, მებრძოლი ქალი იყო.image




0
174
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0