x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110370
  • ვიდეო:352050
  • სურათი:480629
წინა სამყაროს შესაძლო კვალი

image


სამყაროს სიცოცხლის ციკლის ახსნის მრავალ თეორიას შორის განსაკუთრებით საინტერესოა “კონფორმული ციკლური კოსმოლოგია", რომლის ავტორია ცნობილი ფიზიკოსი როჯერ პენროუსი .

თეორიის თანახმად, ჩვენი სამყარო არსებობს დაბადებისა და სიკვდილის უწყვეტ ციკლში: ანუ ჩვენს სამყაროს ჰყავდა შთამომავლები და მათი სიკვდილის შემდეგ მის ნაცვლად ახალი სამყარო გამოჩნდება. საინტერესოა, როგორ მოხდება ჩვენი სამყაროს დასასრული?


მეცნიერს მიაჩნია, რომ შორეულ მომავალში, ჩვენი სამაყაროს ყველა ნაწილაკი, რომელსაც აქვს მასა, თანდათან გადაიტანება უზარმაზარ შავ ხვრელში. მეცნიერის თქმით, ნებისმიერი შავი ხვრელი თანდათან აორთქლდება. ამას კი მილიარდობით წელი სჭირდება, მაგრამ დასასრული წინასწარ განსაზღვრულია.


როჯერ პენროუზის თანახმად, სამყაროში ბოლო შავი ხვრელის გაქრობასთან ერთად აღარ იქნება ობიექტი, რომლის გაზომვების ჩატარება შესალებელი იქნება, შესაბამისად, სივრცისა და დროის კონცეფცია გაქრება. მომავალი სამყაროს მახასიათებლები არაფრით განსხვავდება იმ წერტილიდან, საიდანაც მოხდა დიდი აფეთქება და გაჩნდა ჩვენი სამყარო. როგორც კი ეს მოხდება კვლავ წარმოიქმნება ახალი სამყარო და მასთან ერთად ახალი სივრცე და დრო.


კონფორმული ციკლური კოსმოლოგია- ჩვენს სამყაროში წინა კვალის შესაძლო არსებობას გულისხმობს. მსოფლიო საზოგადოება ჯერ-ჯერობით ელოდება აღმოჩენილი სტრუქტურების დამატებით დადასტურებას, რაც თანამედროვე ევოლუციის გაგების საშუალებას მოგვცემს.

0
149
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0