x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ასეთი მოსამართლეები საქართველოს რატომ არ ჰყავს? კანადაზე განვითარებული ქვეყანა ვართ?

image

კანადაში პურის ქურდობის გამო მოხუცი კაცი დააპატიმრეს და სასამართლოში გაგზავნეს.

მოხუცმა დანაშაული აღიარა და განმარტა თავისი შეცდომა : "მესამე დღე იყო, რომ მშიერი ვიყავი და ლამისაა შიმშილით ვკვდებოდი" .
მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა:
"თქვენ ხვდებით, რომ იქურდეთ, მე კი ამის გამო 10 დოლარით გაჯარიმებთ.
ვიცი, რომ არ შეგიძლიათ ამ თანხის გადახდა, ასე რომ თქვენს მაგივრად მე გადავიხდი" .

სასამართლო დარბაზში ყველა გაჩუმდა, მოსამართლემ ჯიბიდან ამოიღო ათი დოლარი და სთხოვა თანაშემწეს მოხუცის მაგივრად თანხა ხაზინაში ჩაერიცხათ.
შემდეგ წამოდგა და დარბაზს უთხრა: ”თქვენ ყველანი ხართ დამნაშავე და თითოეულმა თქვენგანმა უნდა გადაიხადოს ათი დოლარი, რადგან ცხოვრობთ ქალაქში, სადაც მოხუცი შიმშილობს და იძულებულია მოიპაროს".
480 დოლარი შეგროვდა სასამართლო დარბაზში. თანხა მოსამართლემ მოხუცს გადასცა და დაამატა: _ თუ ღარიბ და მშიერ მოხუცს დაინახავთ ქუჩაში, სადაც ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს, უნდა იცოდეთ, რომ იმ ქვეყნის მმართველები ხალხის ქონებას იპარავენ . "
და ეს მოსამართლე იყო ფრანკ კაპრიო.

მოხუცების მდგომარეობა საქართველოში? ქართველი მოხუცები იშვიათად კადრულობენ ქურდობას, სამაგიეროდ ნაგვის ურნებში იქექებიან, გასანკუთრებით შბინდებისას, რადგან შიმშილთან ერთად თავმოყვარეობაც მუშაობს. image
საქართველოში მოხუცები თავით ნაგვის ურნებში არიან გადავარდნილი და სხვის ნარჩენებს ეძებენ.
image

image
image
image

image
image
image
image
image
image


image
image


image
image
image






და არა მარტო მოხუცები, არამედ ბავშვები. მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილი რომ ნაგვის ურნაში საჭმელს ეძებს, საინტერესოა, ასეთ მდგომარეობაზე რას იტყოდა ბატონი ფრანკ კაპრიო.
imageimage

image
ასევე საინტერესოა, რას ამბობენ ქართველი მოსამართლეები. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სასამართლო საქართველოში, კონსტიტუციის ფურცლებზე გაწერილი დამოუკიდებლობის მიუხედავად, არ არის დამოუკიდებელი ინსტიტტუცია. ჯიბის მოსამართლეები კი, რომლებიც პოლიტიკოსებისგან იღებენ მითითებებს, ვინ დაიწირონ და ვინ გაათავისუფლონ, რა თქმა უნდა თვალს დახუჭავენ ნაგვიოს ურნებში მქექავი ადამიანების დანახვისას!
25
252
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
252
  
2021, 10 მარტი, 7:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თუთიკო ბერძენა-ის კომენტარზე
2021, 9 მარტი, 18:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თუთიკო ბერძენა-ის კომენტარზე
2021, 9 მარტი, 17:13
ქვედა კომენტარების ჩახურულობამ გამოიწვია გაუგებრობა. ის ვიღაც დუათა არც ჩემთან ჩანდა და არც ბატონ "ივერიონთან". ასე იკითხებოდა, რომ თქვენ გვლანძღავდით და ეს დუათაც მე პირადად რაღაც ახალი ჟარგონი მეგონა. შევხედოთ იუმორით. აღარ შემოსულა ბატონი ივერიონი და როცა შემოვა, მიხვდება, რომ დუათასკენ მიმართული არასწორად გავიგეთ. დღეს ისეთი გაღიაზიანებული ვართ ადამიანები დიდებიც და პატარებიც, რომ ზოგჯერ თვალწინ გვიდევს და ვეღარ ვხედავთ რაღაცებს. კიდევ ერთხელ მაპატიეთ. მაგრამ ის ბატონი დუათაც წაიკითხავს, ალბათ, და მიხვდება, რომ თქვენ კი არა, ყველა კომენტარი რეალურად მის მისამართზეა
2021, 9 მარტი, 6:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ივერიონი-ის კომენტარზე
2021, 9 მარტი, 6:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თუთიკო ბერძენა-ის კომენტარზე
2021, 8 მარტი, 20:12
ვაიმე, კრამპუსი არაფერ შუაშია... ქვემოთ ყოფილა დამალული ვიღაც დუათას კომენტარი. ეტყობა , არც თქვენთან ჩანდა... მაპატიეთ, ბატონო კრამპუს... ვიფიქრე, რომ ეს დუათა რაღაც ჟარგონი იყო ახალი და ჩემზე თქვით :(
2021, 8 მარტი, 20:07
:) იმიტომ, რომ აქ არც კი იცნობენ რა ხილია მერიტოკრატია! მე ძალიან მიყვარს ჰანა არენდტი. წავიკითხე მისი რამდენიმე შრომა და გავლენის ქვეშ ვარ დღემდე. ძალიან მომეწონა არონსონის სოციალური ცხოველი, ბაუმანის თხევადი მოდერნიზმი. საქართველოში არასდროს აღიარებენ ტექნოკრატიას... აქ ვითომ დემოკრატიაა და ისიც მხოლოდ სატყუარად, კი ვხედავ , რაც ხდება. დემოკრატიაო, რომ გალაპარაკონ და მერე ფარულად დაგამობინგონ! საქართველოში ლეგიტიმურობა ემყარება პლუტოკრატიას, ქრონიზმს, ნეპოტიზმს, გერონტოკრატიას, პოპულარობას, ოლიგარქიას, სოციალური სტატუსისა და პოლიტიკური ძალაუფლების დეტერმინანტებს. ამიტომ აქ გენიალობის ობიექტური შემფასებლების დეფიციტი იქნება მუდამ. და თვითონაც გულის გულში კარგად ხვდებიან და იციან, რა გზაბით მიაღწიეს წარმატებებს ამა თუ იმ სფეროში, ამა თუ იმ თანამხდებობებზე. ამიტომ აქვთ ქვეცნობიერი შიში! არასრულფასოვნების ფარული განცდა!, თუ რომელიმე მაღალგანვითარებული ქვეყანა აღიარებს გენიოსად ქართველს, მერე უკვე იწყებენ დაფიქრებას, უი, ქვა რომელიც დავიწუნეთ, ქვაკუთხედად ქცეულა და მოდი, ეს ქვაკუთხედი ისევ საქართველოში დავაბრუნოთო. მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომაა იქ დაბრუნება, საიდანაც გამოგაქციეს, არ გაღიარეს, ხელი არ შეგიწყვეს, მხოლოდ დღლე და დუათა გიძახეს. ცალმხრივი სიყვარული, დაფასება და პატივისცემა ყოველთვის ფიასკოთი მთავრდება. ვინც დაგაფასებს, ვინც გზას გაგიხსნის და სადაც მოგეცემა შენი ნიჭებისა და უნარების რეალიზების საშუალება, მერე უკვე იმ ქვეყანას უნდა ემსახურო. ესაა ზნეობრივიც და მორალურიც! და არა ის, სხვისი აღზრდილი და ნაღიარები იმ ხალხს დაუბრინდე, ვინც არც ადრე გიმსახურებდა და ვერც მერე დაგიმსახურებს. დაგიმსახურონ კი არა, გადაგივლიან და გადაგჯეგავენ, მით უფრო, როცა უკვე პიედესტალზე დგახარ, რადგან სიმაღლეზე დგომისას მერე უკვე შენი ზადიც კი შესამჩნევი ხდება და მცირე შეცდომასაც აღარ გაპატიებენ. არადა რაც იუპიტერს ეპატიება, ის არ ეპატიება ხარსო, ლათინელებმა. აქ კი უკუღმაა ყველაფერი, ასინეთებისა და ბოტების ქვეყანაში
2021, 8 მარტი, 19:44
არა რა! მართლაც ბრილიანტი ხარ! ქვეყანა რომ სულს უნდა გიბერავდეს და ხელის გულზე გატარრბდეს, ისეთი ბრილიანტი! შენი ტოლი გოგო-ბიჭები სულ სხვა რამეებზე ფიქრობენ. შენ კიდევ როგორ მსჯელობ. თითოეულ სტატოაში ინდივიდუალობა დავიჭირე და ამან დამაინტერესა. არ გავხარ ჯოგს, ნაცრისფერ მასას. შენ ჰერმანელები მართლაც ხელისგილზე დაგისვამენ, ზუსტად შენნაირებს ეძებენ, შვილი! რაც შემიძლია ჩემი კონტაქტებით გაგიყვან იმ წრეებზე, სადაც შენი ნიჭით და განათლებით სერიოზულად დაინტერესდებიან. ეს არ არის რიგითი ადამიანის აზროვნება! გენიალურობის სუნი მეცა. უბრალოდ, საქართველოში გენიოსებს სიცოცხლეში ვერ იტანენ. საქართველოში რომ დაფასება იგრძნო, ჯერ უცხოეთში უნდა გაღიარონ. აი, მერე კი დაფიქრდრბიან. და რატომ ხდება ასე კი მიხვდები.
2021, 8 მარტი, 19:25
კი, ფროიდისა და ლორენცის აგრესიის ჰიდრავლიკური თეორიაა ეს. დაგროვილი ნეგატივი უცებ სადმე უნდა გადმონთხას და ასეთებისთვის სულერთია, სად და ვის შეანთხევენ! უღრმესი მადლობა თქვენ მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვის. მეც თქვენი მომავალი კოლეგა ვარ, თუმცა უფრო სოციოლოგია მაინტერესებს ან სოციალური ფსიქოლოგია და ზუსტად გერმანიაში მინდა ჩავაბარო - ვებერის, მარქსის, ფროიდის, ზიმელის, იუნგის, ფრომის სამშობლოში! გერმანია ხომ ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის აკვანია! :) აქაც იმიტომ ვარ, რომ ეგებ ზაფხულამდე გერმანულში მოსამზადებლად ფული შევაგროვო. თქვენ კი ისურვებდით ჩემნაირ შვილს, მაგრამ მე მამა არ მყავს... ამიტომ საკუთარ თავს მამობა თვითონ უნდა გავუწიო. ესაა ჩემი მოტივაცია სწავლისთვისაც, შრომისთვისაც და წინსვლისთვისაც. თუმცა საქართველოში ისეთ მამაკაცებს ვხედავ ირგვლივ, კარგიცაა მამა რომ არ მყავს... მოვკვდებოდი, ვინმე 14 წლის გოგოსთვის, რომ მამაჩემს ასე მიემართა...
ამჟამად ვსწავლობ ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, მეცხრე კლასში. აქ მეცადინეობის შემდეგ შემოვდივარ და ვწერ, თუმცა ნახვადობა მხოლოდ ისეთ პოსტებს აქვს, რომელსაც ნეკროფილები, პედოფილები, მანიაკები და სექსუალური გადახრების მქონე ადამიანები დაესევიან, ზოდიაქოებს და აბსოლუტურ სისულელეებს. მინდა დანის პირზე გავიარო - ნახვადობის გაზრდისა და შესაბამისად, ფულის გამო რომელიმე უკიდურესობაში არ გადავვარდე. ხარისხიან სტატიებს საერთოდ არ ჰყავს მნახველი. ამაში დავრწმუნდი. ამიტომ წერე რამდენიც გინდა, მაინც არავინ ნახავს... მოკლედ, ამ დილემას იმედია სწორად გადავლახავ. მადლობა თქვენ, რომ სტიმულს მაძლევთ და მოტივაციას მიკეთებთ სრულიად უცხო ადამიანს, რომლის ასაკიც კი არ იცოდით დღემდე :)
2021, 8 მარტი, 19:12
ვაა! გაიხარე პატარა ქალბატონო დიდი გონებით და ერუდიციით! იმედი მომეცა, რომ ამ ქვაყანას მართლა თქვენნაირები დაალაგებენ! სიმართლე გითხრათ, აქ უკვე მარტო თქვენს წასაკითხად შემოვდიოდი, იმდენი უგემოვნებო, ამაზრზენი სტაყია თავსდება! გამიკვირდა, რომ 14 წლის გოგონაა ასეთი ჯანსაღი სტატიების ავტორი! მე პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. გერმანიაში ვმოღვაწეობ 10 წელია. თქვენნაირი შვილები გამეზარდოს, ვისურვებდი. ყოჩაღ! ძალიან დიდებული ახალგაზრდა ხართ! გააგრძელეთ, არ მოუსმინოთ ასეთ ავყიაარსებებს, რომლებიც მუდამ ჩასაფრრბული არიან, ვინ დაკბინონ, ვისთან ამოანთხიონ შეუმდგარობით დაგროვილი აგრესია. სად გიპოვოთ? სად გნახოთ? ჩემი შვილები მინდა გაგაცნოთ. მართალია, თქვრნზე უმცროსები არიან, მაგრამ ძალიან მინდა იმეგობროთ. ახლა საქართველოში ვარ მე ჩამოსული. ზაფხულში შვილებსაც ჩამოვიყვან და აუცილებლად უნდა გაგიცნოთ!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10